საზღვაო ტრანსპორტზე გლობალური საერთაშორისო ვაჭრობის 90% მოდის, საქართველო საზღვაო სატრანსპორტო ქსელში სულ ორი პორტით, ბათუმისა და ფოთის პორტებით არის წარმოდგენილი. პორტების გარდა, ქვეყანაში ფუნქციონირებს ყულევსა და სუფსაში მდებარე ორი მსხვილი ნავთობტერმინალიც. 2021 წლის განმავლობაში ამ პორტებსა და ტერმინალებში სულ 7.8 მილიონი ტონა ნავთობის, 4 მილიონი ტონა ნაყარი ტვირთების და 3.9 მილიონი ტონა სხვა ტვირთების ტრანსპორტირება მოხდა. მთლიანობაში სატრანსპორტო დატვირთვა გასულ წელს 0.1 მილიონი ტონით გაიზარდა.

პორტებისა და ნავთობტერმინალების უდიდეს ნაწილს 2021 წლის ფინანსური შედეგები უკვე გამოქვეყნებული აქვს. ამ კომპანიების შემოსავლები გასულ წელს 700 მილიონ ლარს აღემატებოდა. მათ შორის, პირველ ადგილზე ფოთის პორტია, სადაც არსებული ოპერატორების მთლიანი ბრუნვა გასულ წელს 490 მილიონ ლარს აღემატებოდა. პორტის ძირითადი ოპერატორია დანიური Maersk ჯგუფის შემადგენლობაში არსებული APM Terminals-ი. მის გარდა, ფოთში ასევე სხვა სატრანსპორტო კომპანიებიც საქმიანობენ, რომლებიც მადნების, ნავთობის თუ სხვა პროდუქტების სატრანზიტო მომსახურებას ეწევიან.

ფოთის პორტი

პორტის საერთო ფინანსური შედეგები 490 მილიონ ლარს აჭარბებს







































ოპერატორი


ფისკალური წელი

შემოსავალი


APM TERMINALS ფოთი

2021



187.5 მლნ ₾


PACE ჯგუფი

2021



115.9 მლნ ₾


Caucasian Metals Terminal

2021



29.8 მლნ ₾


ფოთის მარცვლეულის ტერმინალი

2021



126.1 მლნ ₾


„ჩენელ ენერჯი ფოთი“

2021



18.8 მლნ ₾


„სოფმარ“

2021



12.8 მლნ ₾



ბათუმის პორტი

პორტის საერთო შემოსავალი 130 მილიონ ლარს აჭარბებს





























ოპერატორი


ფისკალური წელი

შემოსავალი


ბათუმის საზღვაო ნავსადგური

2021



56 მლნ ₾


ბათუმის ნავთობტერმინალი

2021



$12 მლნ


ბათუმის საკონტეინერო ტერმინალი

2021



34.6 მლნ ₾


„ვიბროდიაგნოსტიკ“

2021



11.1 მლნ ₾



ბათუმისა და ფოთის პორტებში ასევე საქმიანობს კომპანია შპს „ემ ეს სი ჯორჯია“, რომელიც საკონტეინერო ტვირთების საერთაშორისო ოპერატორია. მისმა შემოსავალმა 2021 წელს 86.1 მილიონი ლარი შეადგინა.
ყულევის ტერმინალი


  • ყულევის ტერმინალის გავლით 2020 წელს 1.6 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვა მოხდა.

  • ყულევის ტერმინალის ოპერატორია შპს „შავი ზღვის ტერმინალი“, 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 64.2 მილიონი ლარი იყო. კომპანიის წმინდა მოგებამ კი 19.2 მილიონი ლარი შეადგინა. ფირმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის მფლობელობაშია.


სუფსის ნავთობტერმინალი


  • სუფსის ნავთობტერმინალის მეშვეობით 2020 წელს 2.2 მილიონი ტონა ნავთობი გადაიზიდა.

  • ნავთობტერმინალის მფლობელია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.


საქართველოს პორტების ძირითადი ოპერატორები ენერგოკომპანიები არიან. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის, ასევე ბათუმის ნავთობტერმინალის ოპერატორია ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ყაზტრანსოილი“. ყულევის ტერმინალის ოპერატორია აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Socar-ი, სუფსის ტერმინალის ოპერატორი კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაა. მართალია, ფოთის პორტის ძირითადი ოპერატორი ენერგოკომპანია არ არის, თუმცა პორტში არსებული ნავთობტერმინალის „ჩენელ ენერჯის“ ოპერატორი კომპანია Petrocas Energy International-ია.