წლის დასაწყისიდან რეგიონის თითქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე მეტად გაიზარდა. ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა სომხეთმა აჩვენა, სადაც იანვარში მშპ 10,2%-ით გაიზარდა. სომხეთს მოსდევს ყაზახეთი, სადაც მშპ-ს ზრდის ტემპი 4.7% იყო.
- სომხეთი - 10.2%
- ყაზახეთი - 4.7%
- ბელარუსი - 4.6%
- საქართველო - 4.4%
- რუსეთი - 2.5%
- აზერბაიჯანი - 2%
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში საქართველოში მშპ-ს ზრდის საშუალო ტემპმა 4.9% შეადგინა. ამასთან, ეკონომიკურ ზრდაზე საკუთარი პროგნოზი გააუმჯობესა ISET-მა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ 2018 წელს "ცუდი სცენარის" შემთხვავში ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება, "კარგი სცენარის" შემთხვევაში კი პროგნოზი 5.6%-ია.
