მარტში საქართველოში დეფლაცია დაფიქსირდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,8 პროცენტი შეადგინა.
ინფლაციის ტემპმა შემცირება საქართველოში წლის დასაწყისიდან დაიწყო. შედარებისთვის, თებერვალში საქართველოში ინფალცია 0.2% იყო, ხოლო წლიური ინფლაცია კი 2.7%.
ამავე პერიოდში, ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შემდეგი იყო:
აზერბაიჯანი - 4.1%
სომხეთი - 3.3%
თურქეთი - 10.3%
რუსეთი - 2.2%
უკრაინა - 14.0%
წლის ორ თვეში ევროზონაში ინფლაციის მაჩვენებელი 1.1% იყო, ხოლო აშშ-ში კი 2.2%.
