წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 5,7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,9 პროცენტი შეადგინა. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში  ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბანკის პროგნოზი მიმდინარე წელს რეგიონის ქვეყნებისთვის შემდეგია:  

  • თურქეთი - 5,1%
  • საქართველო - 4%
  • სომხეთი 3,5%
  • მოლდოვა - 3%
  • უკრაინა - 2%
  • რუსეთი - 1,8%
  • ბელორუსი - 1,5%
  • აზერბაიჯანი - -0,5% 

რაც შეეხება მომდევნო წელს, EBRD-ის პროგნოზით, 2018 წელს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა 2,7% იქნება. ამასთან, მომდევნო წელს EBRD ყველაზე მაღალ ზრდას საქართველოში ელოდება:  

  • საქართველო - 4,5% 
  • სომხეთი - 3,5% 
  • მოლდოვა - 3,5% 
  • თურქეთი - 3,5%
  • უკრაინა - 3%
  • აზერბაიჯანი - 2%
  • ბელორუსი - 2%
  • რუსეთი - 1,7%  

ცენტრალური აზიის რეგიონში მომდევნო წელს ყველაზე სწრაფ ზრდას უზბეკეთში პროგნოზირებენ და ის 6,2%-ს შეადგენს. რეგიონის სხვა ქვეყნების პროგნოზი მომდევნო წლისთვის შემდეგია:  

  • თურქმენეთი - 5,1% 
  • ტაჯიკეთი - 5%
  • მონღოლეთი - 3%
  • ყირგიზეთის რესპუბლიკა - 4,1%
  • ყაზახეთი - 3,5%