სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0.2%-იანი ზრდა აღინიშნა.

უფრო კონკრეტულად, თვიურ ჭრილში ფასების 2.6%-ით ზრდა დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 1.6%-ით. დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.4%-ით, წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე კი ფასები შემცირდა 1.5%-ით.

წლიურ ჭრილში ფასების ზრდა დაფიქსირდა წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე 11.4%-ით, სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 1.6%-ით. საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 1.2%-ით, დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები შემცირდა კი 6.1%-ით შემცირდა.

სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი თვიურ ჭრილში 1.1%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ წინა თვესთან შედარებით თებერვალში სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 7.5%-ით, ხოლო სადენიან და უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები უცვლელი დარჩა.

წინა წლის ამავე თვესთან შედარებით სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 2.2%-ით. უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასების 0.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე 5.2%-იანი კლება.

ანგარიშის თანახმად, იანვართან შედარებით თებერვალში მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე უმნიშვნელოდ, 0.1%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი უფრო მკვეთრი, 7.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, თვიურ ჭრილში ფასების 0.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურებაზე, ხოლო დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურებაზე ფასები 0.4%ძ-ით შემცირდა.