Visual Capitalist-მა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) შემავალი ქვეყნების საშუალო სამუშაო საათები ერთმანეთს შეადარა. ცნობისთვის, OECD აერთიანებს სახელმწიფოებს, რომლებიც ცნობენ წარმომადგენლობითი დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. ამ დროისთვის ორგანიზაციას 38 წევრი ჰყავს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ OECD-ის ქვეყნებიდან სამუშაოს წლიურად ყველაზე მეტ საათს მექსიკასა და კოსტა-რიკაში უთმობენ. მეორე მხრივ, გერმანიაში მუშაობაში ყველაზე ნაკლებ დროს ატარებენ (მაჩვენებელი მექსიკასთან შედარებით 40%-ით ნაკლებია).

ევროპის ქვეყნებში სამუშაო საათების ნაკლები რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირის მანდატია. ეს უკანასკნელი ყველა თანამშრომელს მინიმუმ 4 კვირის ანაზღაურებად შვებულებას ანიჭებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მანდატი არ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აშშ ერთადერთი განვითარებული ეკონომიკაა, რომელსაც არ აქვს კანონი, რომელიც დასაქმებულთათვის ანაზღაურებად შვებულებას სავალდებულოს ხდის.

საშუალო წლიური სამუშაო საათები OECD-ის ქვეყნებში:














































































































































































მექსიკა 276 (8-საათიანი სამუშაო დღეები) 2207 (წლიური სამუშაო საათები ერთ ადამიანზე)
კოსტა-რიკა 271 2171
ჩილე 244 1953
საბერძნეთი 237 1897
ისრაელი 235 1880
სამხრეთ კორეა 234 1872
კანადა 233 1865
პოლონეთი 225 1803
აშშ 225 1799
ჩეხეთი 221 1766
ახალი ზელანდია 219 1751
ესტონეთი 218 1742
იტალია 217 1734
უნგრეთი 210 1679
ავსტრალია 206 1651
ლიეტუვა 205 1641
ირლანდია 204 1633
ესპანეთი 204 1632
პორტუგალია 204 1631
სლოვაკეთი 204 1631
სლოვენია 202 1616
იაპონია 201 1611
ლატვია 194 1548
გაერთიანებული სამეფო 191 1524
საფრანგეთი 188 1500
ფინეთი 187 1499
ლუქსემბურგი 183 1462
ისლანდია 181 1448
შვედეთი 180 1437
ავსტრია 179 1435
ნორვეგია 177 1418
ნიდერლანდები 177 1413
დანია 173 1380
გერმანია 168 1343