საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 974 ლარი შეადგინა. 2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 4.3%-ით არის გაზრდილი.

2016 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში - 1965 ლარი. მეორე ადგილზეა მშენებლობა - 1399 ლარით, ხოლო მესამეზე სახელმწიფო მმართველობაა - 1378 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი სოფლის მეურნეობაშია - თვეში 531 ლარი, შემდეგ მოდის განათლების სფერო - თვეში საშუალოდ 544 ლარი. 2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაში გაიზარდა - 144 ლარით, 71 ლარით შემცირდა უძრავი ქონებით ოპერაციებში დასაქმებულთა ხელფასი.

ცხრილი - საშუალო თვიური ხელფასი 2016 წლის მეორე კვარტალში (ლარებში)