ელექტრომობილების ეფექტიანობის გასაზომად რამდენიმე კრიტერიუმს იყენებენ, რომელთაგან, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის მანძილია, რომელსაც ესა თუ ის ელექტრომობილი ერთი სრული დამუხტვით გადის. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად კი აღნიშნული მანძილის საშუალო მაჩვენებელი თანდათანობით იზრდება.

2021 წელს ელექტრომობილის მიერ სრულად დამუხტვის შემდეგ დაფარული საშუალო მანძილი 349 კილომეტრს შეადგენდა, რაც საწვავზე მომუშავე ავტომობილის მიერ სავსე ავზით გავლილი საშუალო მანძილის (665კმ) დაახლოებით ნახევარს შეადგენს. თუმცა დროდადრო აღნიშნული განსხვავება ელექტრომობილებსა და შიდაწვისძრავიან ავტომობილებს შორის საგრძნობლად მცირდება.

წარმოგიდგენთ იმ ელექტრომობილების ათეულს, რომლებიც, 2023 წლის მონაცემებით, ერთი სრული დამუხტვით ყველაზე დიდ მანძილს ფარავენ. შედარებისათვის, ცხრილში მივუთითებთ აღნიშნული ელექტრომობილების ღირებულებასაც.




























































ავტომობილის მოდელი


მიახლოებითი მანძილი (EPA)

ღირებულება*


Lucid Air 830 კილომეტრი $138,000
Tesla Model S 652 კილომეტრი $84,990
Hyundai Ioniq 6 581 კილომეტრი $45,500
Tesla Model 3 576 კილომეტრი $55,990
Mercedes-Benz EQS 563 კილომეტრი $104,400
Tesla Model X 560 კილომეტრი $94,990
Tesla Model Y 531 კილომეტრი $52,990
GMC Hummer EV Pickup 529 კილომეტრი $110,295
Rivian R1T 528 კილომეტრი $74,800
BMW iX 521 კილომეტრი $87,100

*ფასები აღებულია 2023 წლის აპრილის მდგომარეობით. ინფორმაცია მოპოვებულია ავტომწარმოებლების ოფიციალური ვებგვერდებიდან. გაითვალისწინეთ, რომ ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს ავტომობილის მოდელის კომპლექტაციების შესაბამისად.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ელექტრომობილის მიერ დაფარული მანძილი შეიძლება განსხვავდებოდეს ამინდის, რელიეფის, მართვის სტილის, ავტომობილის დატვირთულობის, საბურავების მდგომარეობისა და სხვა მიზეზთა გამო. სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია ეფუძნება ავტომწარმოებელთა ოფიციალურ მონაცემებს.