2023 წელს მსოფლიოში ელექტროენერგიის გამომუშავება 2.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, 29,925 ტერავატ/საათს მიაღწია.
Energy Institute-ის თანახმად, ენერგეტიკული ტრანზიციის პარალელურად, ერთ წელიწადში ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიის წილიც 29%-დან 30%-მდე გაიზარდა.
ქარისა და მზის სადგურების დადგმული სიმძლავრე 2023 წელს 67%-ით გაიზარდა, წინა წლის რეკორდს 186 გიგავატით გადააჭარბა და 462 გიგავატს მიაღწია. უშუალოდ მზის ენერგიის გამომუშავების ზრდამ 2023-ში 24.2% შეადგინა და 1,641 ტერავატ/საათს მიაღწია.
მზის ენერგიის გენერაციით პირველ ადგილზე ჩინეთია და მასზე მთლიანი მოცულობის 36% მოდის, მეორე ადგილს აშშ იკავებს 14.6%-ით, მესამეს კი ინდოეთი 7%-იანი მაჩვენებლით.
აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებაში ყველაზე დიდი წილი, 60%, კვლავ წიაღისეულ საწვავზე მოდის, ბირთვულ ენერგიაზე კი 9.1%.
ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც 2023 წელს მზის დახმარებით ყველაზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს:
| ქვეყანა | ტერავატ/საათი | წლიური ცვლილება (%) | |
|---|---|---|---|
| 1 | ?? ჩინეთი | 584.2 | +37% |
| 2 | ?? აშშ | 238.1 | +16% |
| 3 | ?? ინდოეთი | 113.4 | +19% |
| 4 | ?? იაპონია | 109.4 | +7% |
| 5 | ?? გერმანია | 61.6 | +1% |
| 6 | ?? ბრაზილია | 51.7 | +72% |
| 7 | ?? ავსტრალია | 46.9 | +21% |
| 8 | ?? ესპანეთი | 45.1 | +26% |
| 9 | ?? იტალია | 31 | +10% |
| 10 | ?? სამხრეთ კორეა | 29.4 | +9% |
| 11 | ?? ვიეტნამი | 25.5 | -3% |
| 12 | ?? საფრანგეთი | 23.3 | +18% |
| 13 | ?? მექსიკა | 21.2 | +10% |
| 14 | ?? ნიდერლანდები | 21.2 | +24% |
| 15 | ?? თურქეთი | 18.4 | +21% |
წყარო: Energy Institute

