ძლიერი პასპორტის მთავარი მახასიათებელი მარტივი მიმოსვლაა - ვიზისა და ყველანაირი დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე. მართალია, პანდემიამ მობილობა გაართულა და ქვეყნებს შორის გადაადგილების სიხშირე მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ მაინც საინტერესოა, ვის - სად და რამდენად მოქნილად შეუძლია მოგზაურობა.

ამის დადგენა The Henley Passport Index-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით შეგვიძლია, რომელიც უკვე 16 წელია, ძლიერი პასპორტების სიას საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით ამუშავებს.

როგორც ირკვევა, ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც ყველაზე მეტ, ანუ 193 სახელმწიფოში შეუძლიათ უვიზოდ გადაადგილება, იაპონიაა. ჩამონათვალში მას მოსდევს სინგაპური და სამხრეთი კორეა. ეს უკანასკნელი მე-3 ადგილს გერმანიასთან იყოფს.

თუ საპირისპირო შედეგებს დავაკვირდებით, მობილობა ყველაზე რთული პაკისტანში, სირიაში, ირანსა და ავღანეთში მცხოვრებლებისთვისაა.

ცნობისთვის, საქართველო სიაში 50-ე ადგილს იკავებს (110-დან), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასამგზავრებლად ხელმისაწვდომი ქვეყნების სია  116-დან იწყება.

გთავაზობთ სიის პირველ ათეულს (რანგით), საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს:





























































































































































































ქვეყანა რანგი ხელმისაწვდომი ქვეყნების რაოდენობა
იაპონია 1 193
სინგაპური 2 192
სამხრეთი კორეა 3 191
გერმანია 3 191
იტალია 4 190
ფინეთი 4 190
ესპანეთი 4 190
ლუქსემბურგი 4 190
დანია 5 189
ავსტრია 5 189
შვედეთი 6 188
საფრანგეთი 6 188
პორტუგალია 6 188
ნიდერლანდები 6 188
ირლანდია 6 188
შვეიცარია 7 187
აშშ 7 187
გაერთიანებული სამეფო 7 187
ბელგია 7 187
ახალი ზელანდია 7 187
ნორვეგია 8 186
საბერძნეთი 8 186
მალტა 8 186
ჩეხეთი 8 186
კანადა 9 185
ავსტრალია 9 185
სლოვაკეთ 10 183
ლიეტუვა 10 183
უნგრეთი 10 183
პოლონეთი 10 183
... ... ...
რუსეთის ფედერაცია 48 118
საქართველო 50 116
თურქეთი 52 111
აზერბაიჯანი 74 68
სომხეთი 78 64