ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. ის გადაეცემა ადამიანებს, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში სხვადასხვა დარგის განვითარებასა თუ მშვიდობის მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ნობელის პრემია 1917 წლიდან რამდენიმე კატეგორიაში გაიცემა, მათ შორის მშვიდობის, ქიმიის, მედიცინისა და ეკონომიკის დარგში.

ჯილდოების რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. ამ ქვეყნის წარმომადგენლებს მთლიანად გაცემული პრემიების 34% აქვთ მიღებული. ისეთი ცნობილი ფიგურები, როგორებიც არიან მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი და ერნესტ ჰემინგუეი, აშშ-ს მშვიდობისა და ლიტერატურის სფეროში წარმოადგენენ. გარდა ამისა, პრემია უამრავმა ამერიკელმა მეცნიერმა დაიმსახურა. მაგალითად, ლინუს პოლინგი 1954 წელს ქიმიის დარგში ატომების ქიმიური ბმების წარმოქმნის აღმოჩენისთვის დაჯილდოვდა. მოგვიანებით, 1962 წელს, მან ნობელის მშვიდობის პრემია აქტივიზმისთვის მოიპოვა.

აშშ ნობელის პრემიების რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფ გაერთიანებულ სამეფოს 283 ჯილდოთი უსწრებს, შესაბამისად, ამ ქვეყნის წარმომადგენლებს 145 ჯილდო აქვთ მიღებული. 116 ნობელის პრემიით მესამე ადგილს გერმანია იკავებს. აღსანიშნავია, რომ ამ სამი ქვეყნის გარდა ყველა სხვა სახელმწიფოს ანგარიშზე 100-ზე ნაკლები ჯილდოა.

ცნობისთვის, სიაში რუსეთი მეშვიდე პოზიციაზეა. დღემდე ნობელის პრემია მის 30 წარმომადგენელს აქვს მიღებული. შედარებისთვის, შეერთებული შატატები ჯილდოების რაოდენობით მას 14-ჯერ აღემატება. ზემოხსენებულ სამ სახელმწიფოსთან ერთად, რუსეთს სიაში ისეთი ქვეყნები უსწრებს, როგორიცაა: იაპონია, შვედეთი და საფრანგეთი.














































































































ქვეყანა ნობელის პრემიის გამარჯვებების რაოდენობა
აშშ 428
დიდი ბრიტანეთი 145
გერმანია 116
საფრანგეთი 79
შვედეთი 34
იაპონია 33
რუსეთი 30
კანადა 29
შვეიცარია 27
ავსტრია 25
ნიდერლანდები 22
იტალია 21
პოლონეთი 19
უნგრეთი 16
ისრაელი 14
ავსტრალია 14
დანია 14
ნორვეგია 14
ინდოეთი 13
ბელგია 11
ირლანდია 11
სამხრეთ აფრიკა 11
ჩინეთი 8
ესპანეთი 8
დანარჩენი ქვეყნები (59 ქვეყანა) 119