ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ერთ სეზონში სატრანსფერო დანახარჯებმა 10 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა. წინა რეკორდი 2019/20 წლების სეზონის მაჩვენებელს ეკუთვნის, როდესაც სატრანსფერო დანახარჯებმა 9.4 მილიარდ ევროს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2023/24 წლების სეზონში სატრანსფერო დანახარჯებით ლიდერი ათი საფეხბურთო კლუბი ახალი მოთამაშეების დასამატებლად ჯამურად დაახლოებით 2.75 მილიარდ ევროს შეელია.

2023/24 წლების სეზონში სატრანსფერო დანახარჯებით კვლავ ინგლისის პრემიერ-ლიგის კლუბები ლიდერობენ, 2.9 მილიარდი ევროთი. მეორე ადგილზე ფრანგული ლიგა 1-ია 1.1 მილიარდი ევროთი, მესამეზე - იტალიის სერია A 996 მილიონი ევროთი, მეოთხეზე - საუდის არაბეთის პრო-ლიგა 972 მილიონი ევროთი და მეხუთეზე  - გერმანიის ბუნდესლიგა 834 მილიონი ევროთი.

მიუხედავად იმისა, რომ დანახარჯებით ინგლისის პრემიერ-ლიგა ლიდერობს, წინა სეზონთან შედარებით 2023/24 წლების სეზონში მაჩვენებელი 200 მილიონი ევროთი შემცირდა. ამის საპირისპიროდ, გაიზარდა სხვა ლიგების სატრანსფერო დანახარჯები. მათ შორის, ლიგა 1-ის € 396 მილიონით, ბუნდესლიგის € 279.2 მილიონით, სერია A-ის კი €79 მილიონით.

2023/24 წლების სატრანსფერო ბაზარზე საუდის არაბეთის გავლენა საგრძნობლად გაიზარდა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დანახარჯების მიხედვით ტოპ-20 საფეხბურთო კლუბში ამ ქვეყნიდან ოთხი წარმომადგენელია: ალ-იტიჰადი (დახარჯული 121.4 მილიონი ევრო), ალ-ნასრი (165 მილიონი ევრო), ალ-აჰლი (184 მილიონი ევრო) და ალ-ჰილალი (376 მილიონი ევრო).

გარდა ამისა, ოცეულში 10 ინგლისურ კლუბს ვხვდებით, იტალიიდან და გერმანიიდან ორ-ორს, თითო-თითოს კი საფრანგეთიდან და ესპანეთიდან.

ტოპ-20 საფეხბურთო კლუბი 2023/24 წლების სეზონში სატრანსფერო დანახარჯების მიხედვით:


  1. ჩელსი - €467.8 მილიონი (12 ფეხბურთელი)

  2. პარი სენ-ჟერმენი - €389.5 მილიონი (15 ფეხბურთელი)

  3. ალ-ჰილალი - €376.1 მილიონი (11 ფეხბურთელი)

  4. ტოტენჰემ ჰოტსპური - €272.1 მილიონი (11 ფეხბურთელი)

  5. მანჩესტერ სიტი - €255.6 მილიონი (5 ფეხბურთელი)

  6. არსენალი - €235 მილიონი (4 ფეხბურთელი)

  7. მანჩესტერ იუნაიტედი - €202.3 მილიონი (7 ფეხბურთელი)

  8. ალ-აჰლი - €184.1 მილიონი (18 ფეხბურთელი)

  9. მიუნხენის ბაიერნი - €184 მილიონი (8 ფეხბურთელი)

  10. ლაიფციგი - €176.5 მილიონი (11 ფეხბურთელი)

  11. ლივერპული - €172 მილიონი (4 ფეხბურთელი)

  12. ალ-ნასრი - €165.1 მილიონი (8 ფეხბურთელი)

  13. ნიუკასლ იუნაიტედი - €153.2 მილიონი (5 ფეხბურთელი)

  14. ვესტ ჰემ იუნაიტედი - €137.6 მილიონი (6 ფეხბურთელი)

  15. ნოტინგემ ფორესტი - €131.1 მილიონი (17 ფეხბურთელი)

  16. მადრიდის რეალი - €129.5 მილიონი (5 ფეხბურთელი)

  17. ბორნმუთი - €127.3 მილიონი (10 ფეხბურთელი)

  18. ნაპოლი - €125 მილიონი (11 ფეხბურთელი)

  19. ალ-იტიჰადი - €121.4 მილიონი (17 ფეხბურთელი)

  20. მილანი - €119.4 მილიონი (11 ფეხბურთელი)