დონბასზე იერიშის გაძლიერებისა და ფინეთისა და შვედეთის მიერ NATO-ში გაწევრიანების საკითხის განხილვის პარალელურად, რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Sarmat-ი გამოცადა - იარაღის გაშვება პლესეცკის სახელმწიფო კოსმოდრომიდან მოხდა, რომელიც არხანგელსკის ოლქში, ფინეთთან ახლოს მდებარეობს, - სამხედრო ცდების ვიდეო ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერზე გამოაქვეყნა.
https://twitter.com/mod_russia/status/1516802190177886209?s=20&t=OyKEKtsuolUAHysvOywFtgსაკონტინენტთაშორისო რაკეტის სატესტო გაშვებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა: „ეს უნიკალური იარაღი ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო პოტენციალს გაზრდის და გარეშე საფრთხეებისაგან რუსეთის სათანადოდ დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო იმათ, ვისაც აგრესიული სამხედრო რიტორიკის ფონზე ჩვენი ქვეყნის დაშინება სურთ - ხელმეორედ დააფიქრებს“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ვლადიმირ პუტინი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე დღეში ალაპარაკდა - ამასთანავე, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ომში სხვა ქვეყნების ჩართვას „ამ დრომდე არნახული შედეგი“ მოჰყვებოდა.

