ფოტო: Chris Welch/Bloomberg

 

Apple-ის ფლაგმანური სმარტფონის ფასი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ერთსა და იმავე მოდელს გლობალურად ყიდის, საბოლოო საცალო ფასი ადგილობრივი გადასახადების, იმპორტის პოლიტიკის, ვალუტის კურსისა და ბაზრის სხვა პირობების მიხედვით იცვლება.

Deutsche Bank-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2026 წელს iPhone 17 Pro-ის 256GB-იანი ვერსიის ფასი 41 ქვეყანაში ერთმანეთს შეადარეს. კვლევის მიხედვით, iPhone-ი ყველაზე ძვირი თურქეთშია, სადაც მისი ფასი $2,592-ს შეადგენს.

რეიტინგში თურქეთს ბრაზილია და ეგვიპტე მოსდევს. აღსანიშნავია, რომ თურქეთში iPhone 17 Pro-ის ღირებულება აშშ-ში არსებულ ფასზე ორჯერ მაღალია.

აშშ-ში სმარტფონის ფასი $1,181-ია, რაც რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იაპონიაში კი იმავე მოდელის შეძენა კიდევ უფრო იაფია, $1,121-ად.

iPhone 17 Pro 256GB-ის ფასი შერჩეულ ქვეყნებში ასე ნაწილდება:


































































































































































































































































# ქვეყანა iPhone 17 Pro 256GB ფასი აშშ-სთან შედარებით
1 თურქეთი $2,592 219%
2 ბრაზილია $2,260 191%
3 ეგვიპტე $1,872 158%
4 უნგრეთი $1,826 155%
5 ნორვეგია $1,687 143%
6 მექსიკა $1,657 140%
7 შვედეთი $1,601 135%
8 პოლონეთი $1,588 134%
9 ჩეხეთი $1,585 134%
10 ფინეთი $1,578 134%
11 პორტუგალია $1,566 133%
12 საბერძნეთი $1,566 133%
13 იტალია $1,554 132%
14 ირლანდია $1,554 132%
15 დანია $1,553 131%
16 საფრანგეთი $1,543 131%
17 ნიდერლანდები $1,543 131%
18 ბელგია $1,543 131%
19 ესპანეთი $1,531 130%
20 ავსტრია $1,508 128%
21 გერმანია $1,508 128%
22 ლუქსემბურგი $1,492 126%
23 გაერთიანებული სამეფო $1,476 125%
24 ინდოეთი $1,427 121%
25 ავსტრალია $1,413 120%
26 საუდის არაბეთი $1,386 117%
27 შვეიცარია $1,385 117%
28 ახალი ზელანდია $1,370 116%
29 სინგაპური $1,364 115%
30 მალაიზია $1,352 114%
31 ტაილანდი $1,350 114%
32 ჩინეთი $1,332 113%
33 ვიეტნამი $1,330 113%
34 ფილიპინები $1,326 112%
35 კანადა $1,291 109%
36 არაბთა გაერთიანებული საამიროები $1,279 108%
37 ტაივანი $1,264 107%
38 ჰონგ-კონგი $1,200 102%
39 აშშ $1,181 100%
40 სამხრეთი კორეა $1,181 100%
41 იაპონია $1,121 95%

სმარტფონის ღირებულება მხოლოდ Apple-ის მიერ დადგენილ რეგიონულ ფასზე არ არის დამოკიდებული. საბოლოო ღირებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სახელმწიფო გადასახადებს, იმპორტის მოსაკრებლებს, რეგულაციებთან დაკავშირებულ ხარჯებსა და ადგილობრივ საგადასახადო პოლიტიკას.


განსაკუთრებით თვალსაჩინოა ევროპული ქვეყნების პოზიციები. რეიტინგის ზედა ნაწილში ევროპის არაერთი ქვეყანა მოხვდა, რაც ნაწილობრივ დამატებული ღირებულების გადასახადით (VAT) აიხსნება. მაგალითად, უნგრეთში სტანდარტული VAT-ის განაკვეთი 27%-ია, მაშინ როდესაც შვეიცარიაში ის 8%-ზე ოდნავ მეტია.


ფასზე გავლენას ახდენს ვალუტის კურსიც. როდესაც ადგილობრივი ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით სუსტდება, კომპანიებს რეგიონული ფასების გადახედვა შეიძლება დასჭირდეთ.


თურქეთში iPhone-ის მაღალი ფასი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობითაა განპირობებული. ქვეყანაში სმარტფონებზე 20%-იანი VAT, სპეციალური მოხმარების გადასახადები და მოწყობილობის რეგისტრაციისთვის საჭირო დამატებითი მოსაკრებლები მოქმედებს.


რეიტინგის ბოლოში იაპონიაა. ქვეყანაში iPhone 17 Pro-ის 256GB-იანი ვერსია $1,121 ღირს, რაც აშშ-ის $1,181-იან ფასზე დაბალია.


იაპონიაში შედარებით დაბალი, 10%-იანი გადასახადი, სმარტფონების კონკურენტული ბაზარი და Apple-ის ხანგრძლივი საფასო პოლიტიკა ფლაგმანური მოდელის შედარებით დაბალ ფასს განაპირობებს. თუმცა იაპონიაში Apple-მა ბოლო პერიოდში ზოგიერთი პროდუქტის ფასი გაზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იენის ხანგრძლივი გაუფასურება და გაცვლითი კურსების ცვლილებაა.


ცნობისთვის, საქართველოში, რომელიც ზემოხსენებულ რეიტინგში განხილული არ არის, iPhone 17 Pro-ის 256GB-იანი ვერსია დაახლოებით 4,000 ლარი ღირს, რაც $1530-ს უტოლდება.