საქართველოში, 2021 წლის აპრილის მონაცემებით, კომერციულ ბანკებს 40.1 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი აქვთ გაცემული. სესხის თანხის 98% საქართველოს რეზიდენტ პირებზე მოდის, დარჩენილი 0.8 მილიარდი ლარი კი არარეზიდენტებზე. ამასთან, თანხის დიდი ნაწილი, 61.3% ბიზნესსესხის სახით გაიცა.

გაცემული სესხი მიზნობრიობის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:


  • ბიზნესსესხი: ₾16.31 მილიარდი

  • იპოთეკა: ₾8.95 მილიარდი

  • მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხი: ₾8.35 მილიარდი

  • სამომხმარებლო სესხი: ₾4.95 მილიარდი

  • სალომბარდე სესხი: ₾416.65 მილიონი

  • ავტოსესხი: ₾178.69 მილიონი

  • სხვა სესხი: ₾995.41 მილიონი


რაც შეეხება რეგიონების მიხედვით სესხის თანხის განაწილებას, აქ, როგორც მოსალოდნელი იყო, დედაქალაქი ლიდერობს 29.5 მილიარდი ლარის მოცულობის სესხით. მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, გაცემული სესხები რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი: ₾29.52 მილიარდი

  • აჭარა: ₾3.51 მილიარდი

  • იმერეთი: ₾1.97 მილიარდი

  • კახეთი: ₾1.29 მილიარდი

  • სამეგრელო-ზემო სვანეთი: ₾1.150 მილიარდი

  • ქვემო ქართლი: ₾1,147 მილიარდი

  • შიდა ქართლი: ₾0.8 მილიარდი

  • სამცხე-ჯავახეთი: ₾0.5 მილიარდი

  • გურია: ₾0.14 მილიარდი

  • მცხეთა-მთიანეთი: ₾0.077 მილიარდი

  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: ₾0.023 მილიარდი


ცნობისთვის, ამ წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში გაფორმებულია 2.9 მილიონი სასესხო ხელშეკრულება - მათი უმრავლესობა, 1.2 მილიონი ხელშეკრულება, სამომხმარებლო სესხზე დაიდო.

გაცემული სესხების საშუალო მოცულობა სესხის მიზნობრიობის მიხედვით:


  • ბიზნესსესხი: ₾776.67 ათასი

  • იპოთეკა: ₾73.97 ათასი

  • მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხი: ₾31.51 ათასი

  • ავტოსესხი: ₾25.53 ათასი

  • სამომხმარებლო სესხი: ₾4.16 ათასი

  • სალომბარდე სესხი: ₾2.02 ათასი

  • სხვა სესხი: ₾0.92 ათასი


შენიშვნა: ინფორმაცია აღებულია სებსტატის ბაზიდან. მონაცემთა წყარო კომერციული ბანკების ყოველთვიური ანგარიშგებაა.