სახელმწიფო სახელმწიფოში – ასე შეიძლება აღვწეროთ საქართველოს მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ყველა სხვა შტოსთან შედარებით ნაკლები საკანონმდებლო და საპარლამენტო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. საუბარია სახელმწიფო კომპანიებზე, რომელთა საკუთრებასაც საქართველოს უმსხვილესი სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენენ.

56,000 დასაქმებულით და 3,242,000,000 ლარის ჯამური შემოსავლით, სახელმწიფო კომპანიები საქართველოს უმსხვილესი ბიზნესების სიაში შედიან, თუმცა მათგან ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებით განსხვავდებიან – ისინი სახელმწიფო უწყებებს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ. სწორედ ამის გამო, მათ მთავრობა ააერთი სოციალური პროექტის განხორციელებას ავალდებულებს, იქნება ეს დასაქმებულთა შტატების ზრდა, პროდუქციის თვითღირებულებაზე იაფად გაყიდვა თუ წამგებიან საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობა. მთავრობას შპს-ის დაფუძნება და კონკრეტულ ბაზარზე საქმიანობის დაწყება პრაქტიკულად შეუზღუდავად შეუძლია. დღეს სახელმწიფო კომპანიები, ღვინის წარმოებით დაწყებული, სასტუმროს ოპერირებითა და ენერგეტიკით დასრულებული, თითქმის ყველა სექტორში საქმიანობენ.

სახელმწიფო საწარმოების ფინანსური შედეგები სავალალოა. 2021 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ 2019 წელს უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიებმა ჯამში 237 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს. კიდევ უფრო დიდი იყო ზარალი 2018 წელს და 816 მილიონ ლარს შეადგენდა.

სახელმწიფო კომპანიათა შორის ზოგიერთი მათგანი ზარალიანობით გამოირჩევა, მათ შორისაა რკინიგზაც, რომელმაც 2020 წელს 164 მილიონი ლარით იზარალა. თუმცა, არიან სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც პირიქით მოგებაზე გადიან, მათ შორისაა ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელმაც 2019 წელს 122 მილიონი ლარის მოგება მიიღო.

ჯერჯერობით სახელმწიფო კომპანიების უდიდეს ნაწილს 2020 წლის ფინანსური შედეგები გამოქვეყნებული არ აქვს, შესაბამისად, წარმოგიდგენთ სახელმწიფო კომპანიების რეიტინგს 2019 წლის შემოსავლების მოცულობის მიხედვით:

#კომპანიის სახელიშემოსავალი (2019)მოგება/ზარალი (2019)დასაქმებულთა რაოდენობა
1სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია880,581,000 ₾121,376,000 ₾510
2სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი568,206,358 ₾543,458 ₾76
3სს საქართველოს რკინიგზა491,038,000 ₾-5,586,000 ₾12,476
4სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა235,010,000 ₾30,475,0001,527
5შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია139,441,000 ₾-71,293,000 ₾6,302
6შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია115,430,000 ₾19,884,000 ₾839
7შპს თბილსერვის ჯგუფი86,418,510 ₾-15,112,534 ₾4,983
8შპს საქართველოს ფოსტა83,878,000 ₾3,826,000 ₾2,495
9შპს საქაერონავიგაცია74,195,000 ₾2,781,000 ₾811
10შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება67,997,000 ₾2,072,000 ₾449
11შპს ენგურჰესი42,354,000 ₾-4,939,000 ₾996
12შპს საქართველოს გაერთანებული წყალმომარაგების კომპანია41,058,000 ₾-84,885,000 ₾2,724
13შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა28,489,315 ₾-1,373,699 ₾1,161
14სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო28,047,000 ₾11,330,000 ₾288
15შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია24,230,004 ₾6,508,310 ₾318
16სს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი16,090,579 ₾-347,309 ₾379
17შპს სამშენებლო კომპანია – მშენებელი 201115,473,117 ₾-328,814 ₾71
18შპს მთის კურორტების განვითარების კომპანია15,330,000 ₾-236,839,000 ₾542
19შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“14,587,000 ₾-834,000 ₾
20სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი14,146,439 ₾217,764 ₾379
21შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია13,919,406 ₾-47,072,488 ₾117
22სს აკურა13,029,000 ₾-20,057,000 ₾114
23შპს ბლექ სი არენა ჯორჯია12,790,000 ₾-2,219,000 ₾116
24სს ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი11,407,000 ₾-9,912,000 ₾241
25შპს სანდასუფთავება10,624,373 ₾428,926 ₾688
26შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი10,288,612 ₾-2,234,930 ₾1,176
27სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი7,028,452 ₾18,947,487 ₾56
28შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო6,898,520 ₾675,069 ₾510
29შპს საქართველოს მელიორაცია5,962,375 ₾-30,845,505 ₾1,432
30სს საჩხერგაზი5,352,170-464,359100