საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1104 ლარი შეადგინა. 2017 წლის მეორე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 3%-ით არის გაზრდილი.
2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში - 2403 ლარი. მეორე ადგილზეა მშენებლობაა- 1749 ლარით, ხოლო მესამეზე უძრავი ქონებით ოპერაციებია - 1436 ლარით.
ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია - თვეში საშუალოდ 595 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა - 740 ლარით.
2017 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად უძრავი ქონებით ოპერაციებში გაიზარდა - 11.6%-ით. მეორე ადგილზე ვაჭრობა და ავტომობილების რემონტია ხელფასის 10.7%-იანი ზრდით. 9.8%-ით შემცირდა ხელფასი მშენებლობაში.
ცხრილი - საშუალო თვიური ხელფასი 2018 წლის მეორე კვარტალში (ლარებში)


