საქართველო მსოფლიოში ინფრასტრუქტურის კონკურენტუნარიანობით 69-ე ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, მსოფლიოში საუკეთესო ინფრასტრუქტურა ჰონგ-კონგს აქვს და ის რეიტინგში 7-დან 6,7 ქულით პირველ ადგილზეა. საქართველოს სარეიტინგო ქულა 4,2-ია.
რეიტინგის პირველი ათეული შემდეგია:

ჰონგ-კონგი - 6,7 ქულა
სინგაპური - 6,5 ქულა
ნიდერლანდების სამეფო - 6,4 ქულა
იაპონია - 6,3 ქულა
არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 6,3 ქულა
შვეიცარია - 6,3 ქულა
საფრანგეთი - 6,1 ქულა
კორეის რესპუბლიკა - 6,1 ქულა
ამერიკის შეერთებული შტატები - 6,0 ქულა
გერმანია - 6,0 ქულა

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში 35-ე ადგილზეა რუსეთი, აზერბაიჯანი 51-ე ადგილს იკავებს, თურქეთი 53-ზე, ხოლო სომხეთი 80-ზე.

ინფრასტრუქტურის რეიტინგს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რამდენიმე კრიტერიუმით ადგენს. მათ შორის ინფრასტრუქტურის ხარისხით. აღნიშნული ქვეკრიტერიუმით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე არიან შვეიცარია, სინგაპური და ჰონგ-კონგი.

საქართველო ინფრასტრუქტურის ხარისხით მსოფლიოში 76-ე ადგილზეა 7-დან 3,9 ქულით. რუსეთი 74-ე ადგილს იკავებს 4 ქულით, სომხეთი 57-ე ადგილზეა 4,3 ქულით, თურქეთი 28-ზე 5 ქულით, ხოლო აზერბაიჯანი 26-ზე ასევე 5 ქულით.

გზების ხარისხის ქვეკრიტერიუმში საქართველო 82-ე ადგილზეა, საპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხით 69-ზე, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურითაც საქართველო მსოფლიოში 69-ე ადგილს იკავებს.