საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია სადაც ინტერნეტი ყველაზე იაფია. ფართოზოლოვანი მომსახურების საფასური მსოფლიოს 196 ქვეყანაში ბრიტანულმა კომპანიამ BDRC შეისწავალა.
კვლევის მიხედვით, ფართოზოლოვანი მომსახურების ყოველთვიური გადასახადი ყველაზე იაფი ირანშია და მხოლოდ $5,3-ს შეადგენს. საქართველოში კი კვლევის მიხედვით ყოველთვიური საფასური 16,6 დოლარია.
ყველაზე ძვირი კი ინტერნეტი ბურკინა ფასოშია - აფრიკულ სახელმწიფოში ყოველთვიური გადასახადი თითქმის 1000 დოლარია. დასავლეთ აფრიკულ ქვეყანას 18 მილიონი მოსახლე ჰყავს, თუმცა მათგან ინტერნეტზე წვდომა მხოლოდ 11%-ს აქვს.
ფართოზოლოვანი მომსახურება ყველაზე იაფი შემდეგ ქვეყნებშია:
ირანი - ყოველთვიური გადასახადი - $5,37
უკრაინა - ყოველთვიური გადასახადი - $5,51
რუსეთი - ყოველთვიური გადასახადი - $9,93
მოლდოვა- ყოველთვიური გადასახადი - $10,80
სირია - ყოველთვიური გადასახადი - $12,15
ეგვიპტე - ყოველთვიური გადასახადი - $12,42
ბელორუსი - ყოველთვიური გადასახადი - $12,77
რუმინეთი - ყოველთვიური გადასახადი - $13,47
ყაზახეთი - ყოველთვიური გადასახადი - $13,71
საქართველო - ყოველთვიური გადასახადი - $16,68
ყველაზე ძვირი კი ინტერნეტი შემდეგ ქვეყნებშია - ბურკინა ფასო ($961); პაპუა-ახალი გვინეა ($597); ნამიბია ($440); ბრუნეი ($267); ლაოსი ($231).
გერმანელები ყოველთვიურად ინტერნეტში საშუალოდ $34-ს იხდიან, გაერთიანებულ სამეფოში გადასახადი $40-ია, იტალიაში - $29.
დღეისთვის მსოფლიო მოსახლეობის 53.9%-ს ინტერნეტთან წვდომა კვლავ არ აქვს.
