საქართველო e-Governance Academy-ის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მესამე ადგილს იკავებს. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 67.68-ია.

ინდექსი 5 კრიტერიუმით დგება: ეროვნული კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობა; კიბერსაფრთხეების ანალიზი; ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული იდენტიფიცირების უზრუნველყოფა; ელექტრონული სერვისების უსაფრთხოების დაცვა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესაძლებლობა.

რეიტინგი ჯამში მსოფლიო 40 ქვეყნის მონაცემებს აანალიზებს და პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

გერმანია - სარეიტინგო ქულა 74.75

ჩეხეთი - სარეიტინგო ქულა - 70.71

საქართველო - სარეიტინგო ქულა - 67.68

გაერთიანებული სამეფო - სარეიტინგო ქულა - 66.67

ლიტვა - სარეიტინგო ქულა - 65.66

ლატვია - სარეიტინგო ქულა - 64.14

ესპანეთი - სარეიტინგო ქულა - 61.11

ბელორუსი - სარეიტინგო ქულა - 59.09

უკრაინა - სარეიტინგო ქულა - 57.07

იტალია - სარეიტინგო ქულა - 51.52