5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე, (ვეკუას 3) ქალი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით ხორციელდება.

გამოფენა-გაყიდვა ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. მასზე წარმოდგენილი იქნება საკვები პროდუქტები, ხელნაკეთი თუ საყოფაცხოვრებო ნივთები.

გამოფენა-გაყიდვა 12:00-დან 20:00-მდე გაიმართება. ის ფიზიკური პირი, ვინც გამოფენაზე პროდუქციას საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით შეიძენს, 30%-იან ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი).

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალით ისარგებლოთ. ქეშბექი კი ანგარიშზე მომენტალურად აისახება.

შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ობიექტებში გადახდისას:


  • LILE

  • Rcheuli

  • Akhvlediani ceramics

  • Lecobs

  • Tilisma

  • Lucy's Toys • ლუსის სათამაშოები

  • კომბლე

  • MaNo - Leather accessories

  • Strawberro

  • თვითშემეცნებითი დღიურები

  • myceramics

  • მაკულინას ხელნაკეთი სათამაშოები

  • BE

  • RAMA


ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, რათა მათ საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.

შეთავაზების შესახებ დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

S