სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს 2016 წლის რეგიონული მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) გამოაქვეყნა. მშპ ქვეყნის ეკონომიკის სიდიდის გამომხატველი მაჩვენებელია. 2016 წელს თბილისის ეკონომიკამ 16.6 მილიარდი ლარი, საქართველოს ეკონომიკის 49% შეადგინა. თბილისის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის არის - 10%. მესამე ადგლზე კი აჭარაა 9%-ით. ყველაზე მცირე ეკონომიკა გურიას აქვს - 747 მლნ მლნ ლარი (2%).

2016 წელს, ნომინალურ გამოსახულებაში (მიმდინარე ფასებში), ყველაზე მეტად აჭარის ეკონომიკა გაიზარდა - 13.9%-ით. შემდეგ მოდის შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი 13.8%-ით. თბილისის ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა. მხოლოდ გურიის ეკონომიკა შემცირდა 0.6%-ით.

ცხრილი: საქართველოს 2016 წლის რეგიონული მშპ

რეგიონი

მლნ ლარი

წილი ეკონომიკაში

თბილისი

16,591

49%

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

3,567

10%

აჭარა

2,899

9%

ქვემო ქართლი

2,725

8%

სამეგრელო-ზემო სვანეთი

2,396

7%

შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი

2,103

6%

კახეთი

1,973

6%

სამცხე-ჯავახეთი

1,025

3%

გურია

747

2%

მთლიანი შიდა პროდუქტი

34,028

100%