2020 წლის განმავლობაში საქართველოში რეგულარული და ჩარტერული ავიარეისების მგზავრთა რაოდენობა 84%-ით შემცირდა და 833,846 შეადგინა. ამ მგზავრების უდიდესმა ნაწილმა ფრენა "ლოქდაუნის" გამოცხადებამდე მოასწრო, სწორედ ამიტომ 2020 წლის შედეგებით საქართველოში ყველაზე მეტ მგზავრს Wizz Air-ი მოემსახურა, რომელმაც 172 ათასი მგზავრი გადაიყვანა. 2019 წელთან შედარებით ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი 79%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა Turkish Airlines-ი, რომელიც 86.6 ათას მგზავრს მოემსახურა. "ჯორჯიან ეარვეისის" ფრენების მგზავრთა რაოდენობა კი, გასულ წელს 91%-ით შემცირდა. იმის მიუხედავად, რომ 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული ფრენები განახლდა Wizz Air-ი რეისების განახლებას ჯერ არ ჩქარობს.

ავიაკომპანიების რეიტინგი მგზავრთა რაოდენობის მიხედვით:

1.Wizz Air - 172,012 მგზავრი, კლება წინა წელთან -79%

2. Turkish Airlines - 86,562 მგზავრი, კლება წინა წელთან -85%

3. Georgian Airways - 43,106 მგზავრი, კლება წინა წელთან -91%

4. Belavia - 39,858 მგზავრი, კლება წინა წელთან -71%

5. Pegasus - 36,050 მგზავრი, კლება წინა წელთან -80%

6. SkyUp Airlines - 34,383 მგზავრი, კლება წინა წელთან -78%

7. Fly Dubai - 32,232 მგზავრი, კლება წინა წელთან -84%

8. Lufthansa - 26,197 მგზავრი, კლება წინა წელთან -75%

9. Air Arabia - 26,073 მგზავრი, კლება წინა წელთან -82%

10. Qatar Airways - 21,922 მგზავრი, კლება წინა წელთან -84%

11. Ukraine International Airlines - 21,547 მგზავრი, კლება წინა წელთან -90%

12. Ryanair - 21,323 მგზავრი, კლება წინა წელთან 13%

13. Azerbaijan Airlines - 19,096 მგზავრი, კლება წინა წელთან -86%

14. Armenia - 17,903 მგზავრი, კლება წინა წელთან -40%

15. Qeshm Air - 17,305 მგზავრი, კლება წინა წელთან -85%

16. Israel Airlines - 15,812 მგზავრი, კლება წინა წელთან -87%

17. LOT - 12,581 მგზავრი, კლება წინა წელთან -84%

18. Air Astana - 10,959 მგზავრი, კლება წინა წელთან -87%

19. Air Baltic - 10,326 მგზავრი, კლება წინა წელთან -83%

20. Air France - 9,555 მგზავრი, კლება წინა წელთან -44%

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 1 თებერვალს გააუქმა.