წლის მეორე კვარტალში ქვეყნის შიგნით განხორციელებულმა ვიზიტებმა მილონს გადააჭარბა. მონახულებული ადგილების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად თბილისზე მოდის, - მას წლის მეორე კვარტალში 264 000 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც მთლიანი მოცულობის 25%-ია. 122 ათასზე მეტი ვიზიტი განხორციელდა აჭარაში, რაც მთლიანი მოცულობის 11,6%-ია. 208 ათასზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთში, რაც მთლიანი მოცულობის 19,8%-ია.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, შიდა ვიზიტების განაწილება მონახულებული რეგიონების მიხედვით შემდეგია:
- თბილისი - 264 000 ვიზიტი
- აჭარა - 122 ათასი ვიზიტი
- გურია - 29 600 ვიზიტი
- იმერეთი - 208 400 ვიზიტი
- კახეთი - 78 300 ვიზიტი
- მცხეთა-მთიანეთი - 64 700 ვიზიტი
- რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14 300 ვიზიტი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 67 900 ვიზიტი
- სამცხე-ჯავახეთი - 43 500 ვიზიტი
- ქვემო ქართლი - 73 200 ვიზიტი
- შიდა ქართლი - 87 000 ვიზიტი
წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიურმა ხარჯმა 115.8 მილიონი ლარი შეადგინა. ხარჯების ყველაზე დიდი წილი კვებაზე, საყიდლებსა და ტრანსპორტზე მოდის.
ვიზიტორების უმრავლესობა, - 48% ვიზიტით კმაყოფილი დარჩა, 33% ძალიან კმაყოფილი, 15% არც მკაყოფილი, არც უკმაყოფილო, ხოლო 2,2% კი უმაყოფილო.
ვიზიტორების 48,5%-სთვის ვიზიტის მიზანს მეგობრის/ნათესავის მონახულება წარმოადგენს, 12,3%-სთვის მკურნალობა, 12,4%-სთვის კი შოპინგი. საქართველოს რეგიონებში ვიზიტის მიზანს დასვენება და რეკრეაცია ვიზიტორების 9,3%-სთვის წარმოადგენს.
