სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის შესახებ 2025 წლის II კვარტალის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც საქსტატი წერს, აღნიშნულ პერიოდში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 10.3%-ით, 207.1 ლარით გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ შემოთავაზებული დიაგრამიდან ჩანს, 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც შემცირებულია. მაშინ საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 217.5 ლარს გაუტოლდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით:
-
ინფორმაცია და კომუნიკაცია: 4 176.5 ლარი (+5.4% წლიურად)
-
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა: 3 732.2 ლარი (+2.5%)
-
მშენებლობა: 3 467.7 ლარი (+17.7%)
-
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა: 2 995.3 ლარი (+4.3%)
იხილეთ ასევე: საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა - რატომ?
