საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 989 ლარი შეადგინა. 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 8.4%-ით არის გაზრდილი.

2017 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში - 1908 ლარი. მეორე ადგილზეა მშენებლობა - 1598 ლარით, ხოლო მესამეზე ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაა - 1332 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია - თვეში საშუალოდ 564 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა - 658 ლარით.

2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად უძრავი ქონებით ოპერაციებში გაიზარდა - 18.6%-ით. ხელფასი შემცირდა მხოლოდ სახელმწიფო მმართველობაში - 2.1%-ით.

ცხრილი - საშუალო თვიური ხელფასი 2017 წლის პირველ კვარტალში (ლარებში)

სექტორები

2017, I კვ

2016, I კვ

ზრდა

სულ

989

913

8.4%

საფინანსო საქმიანობა

1908

1749

9.1%

მშენებლობა

1498

1355

10.6%

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

1332

1165

14.4%

სახელმწიფო მმართველობა

1295

1324

-2.1%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

1227

1177

4.2%

ოპერაციები უძრავი ქონებით

1196

1008

18.6%

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება

1116

1102

1.2%

ჯანმრთელობის დაცვა

934

864

8.1%

ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმის რემონტი

853

785

8.7%

დამამუშავებელი მრეწველობა

826

762

8.4%

კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

782

773

1.2%

სასტუმროები და რესტორნები

741

652

13.6%

სოფლის მეურნეობა

658

561

17.3%

განათლება

564

488

15.6%

წყარო: საქსტატი