ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 2025 წლის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. რეიტინგი გაყიდვების, მოგების, აქტივებისა და საბაზრო ღირებულების მიხედვითაა შედგენილი. მონაცემები აღებულია 2025 წლის 25 აპრილის მდგომარეობით.

Forbes Global 2000-ის რეიტინგში, ზედიზედ მეორე წელია, საცალო ვაჭრობის უმსხვილესი კომპანიის სტატუსს ჯეფ ბეზოსის Amazon-ი ინარჩუნებს, რომელიც საერთო სიაში მე-5 პოზიციაზეა. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელმა რეიტინგში ლიდერობა 2023 წელს Walmart-ის მიერ დროებით ჩანაცვლების შემდეგ დაიბრუნა. სიაში Amazon-ის პოზიციები გარკვეულწილად გაყიდვების წლიურ ჭრილში დაახლოებით 8%-ით ზრდამ გაამყარა, რის შედეგადაც მაჩვენებელი თითქმის 638 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

Global 2000-ის საცალო ვაჭრობის ხუთ უმსხვილეს კომპანიას შორის Amazon-ის გარდა ვხვდებით მის კონკურენტებს: Walmart-ს, რომელიც საერთო სიაში მე-18 ადგილზეა, Alibaba-ს – 33-ე ადგილზე, Home Depot-ს – 67-ე ადგილზე და Costco-ს – 93-ე ადგილზე.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, მომხმარებელთა ხარჯების ზრდით წლის განმავლობაში თითქმის ყველა მათგანმა ისარგებლა. მისივე ცნობით, 2024 წლის აპრილიდან 2025 წლის აპრილამდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხმარებელთა ხარჯები 5.2%-ით გაიზარდა და 724.1 მილიარდ დოლარს მიაღწია.

წლევანდელი Global 2000-ის სიაში მოხვედრილ საცალო ვაჭრობის 80 კომპანიას შორის რეიტინგში ხუთი ახალწვეულია. შინაური ცხოველების სავაჭრო ცენტრი Chewy, ერთადერთი ახალწვეული ამერიკული კომპანია, 755 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 1554-ე ადგილზეა. Chewy-მ შედეგები ბოლო კვარტალში, ორწლიანი კლების შემდეგ, მომხმარებელთა ზრდის წყალობით გააუმჯობესა. მისი შემოსავლები 11.8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურ ჭრილში 6.4%-იან ზრდას გულისხმობს.

სხვა ახალწვეულებს შორისაა ბრაზილიური საცალო ვაჭრობის ქსელი Lojas Americanas. კომპანია 2024 წელს ბუღალტრული სკანდალის გამო გაკოტრების გამოცხადების შემდეგ ნელ-ნელა შეიცვალა. ამჟამად 206 მილიონი დოლარის ღირებულების Lojas Americanas-ი გეგმავს საკრედიტო ბარათების პროგრამის და ლოიალობის ახალი პროგრამის დანერგვას, როგორც გაკოტრების შემდგომი რესტრუქტურიზაციის ნაწილს.

გერმანულმა საცალო ვაჭრობის კომპანია Zalando-მ, რომელიც მომხმარებლებს შორის თავისი ტექნოლოგიური მიდგომით არის ცნობილი, გასულ წელს გაყიდვების 4%-იანი ზრდა აჩვენა. მაჩვენებელმა 11.4 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მიუხედავად ამისა, მსოფლიო მასშტაბით საცალო ვაჭრობაზე ტარიფების გავლენა აშკარაა. აშშ-ის საცალო ვაჭრობის კომპანიებმა Target-მა (#242), Best Buy-მ (#907) და Macy’s-მა (#1,327) წლის შემოსავლებისა და მოგების პროგნოზი უკვე შეამცირეს.

2025 წლის Global 2000-ის ტოპ-10-ში საცალო ვაჭრობის ერთი კომპანიაა




















































































































ადგილი სახელი სათავო ოფისი ინდუსტრია გაყიდვები მოგება აქტივები საბაზრო ღირებულება
1 JPMorganChase შეერთებული შტატები ბანკინგი $285.11 მლრდ $59.36 მლრდ $4,357.86 მლრდ $677.8 მლრდ
2 Berkshire Hathaway შეერთებული შტატები დაზღვევა $371.43 მლრდ $89 მლრდ $1,153.88 მლრდ $1,145.46 მლრდ
3 ICBC ჩინეთი ბანკინგი $221.96 მლრდ $50.84 მლრდ $6,688.6 მლრდ $251.33 მლრდ
4 Saudi Aramco Oil Company საუდის არაბეთი ნავთობი და გაზი $480.15 მლრდ $104.97 მლრდ $645.03 მლრდ $1,663.38 მლრდ
5 Amazon შეერთებული შტატები საცალო ვაჭრობა $637.96 მლრდ $59.25 მლრდ $624.89 მლრდ $2,005.64 მლრდ
6 Bank of America შეერთებული შტატები ბანკინგი $196.53 მლრდ $27.85 მლრდ $3,349.42 მლრდ $300.06 მლრდ
7 China Construction Bank ჩინეთი ბანკინგი $196.71 მლრდ $46.64 მლრდ $5,558.26 მლრდ $219.81 მლრდ
8 Agricultural Bank of China ჩინეთი ბანკინგი $198.02 მლრდ $39.2 მლრდ $5,923.64 მლრდ $212.51 მლრდ
9 Alphabet შეერთებული შტატები IT პროგრამული უზრუნველყოფა $359.31 მლრდ $111 მლრდ $475.37 მლრდ $1,973.64 მლრდ
9 Microsoft შეერთებული შტატები IT პროგრამული უზრუნველყოფა $261.8 მლრდ $92.75 მლრდ $533.9 მლრდ $2,913.01 მლრდ