Paramount-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „Scream VI“-ის შემოსავალმა ამერიკის შეერთებული შტატების კინოთეატრებში დებიუტისას, გასული პარასკევიდან კვირის ჩათვლით, $44.5 მილიონი შეადგინა. ნაჩვენებმა შედეგმა კინოს ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა და უფრო მეტიც, ფრენჩაიზის ფილმებს შორის რეკორდული აღმოჩნდა.

Variety-ის თანახმად, კინოს ექსპერტები „Scream VI“-ის მიერ საშინაო დებიუტისას 35-დან 40 მილიონ აშშ დოლარამდე შემოსავლის მიღებას ელოდნენ.

Paramount-ის ცნობით, „Scream“-ის მეექვსე ნაწილის გადაღება 33 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. მისივე განცხადებით, ფილმმა ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ გასულ უიკენდზე ბილეთების გაყიდვით $22.6 მილიონის შეგროვება შეძლო. მთლიანობაში კი „Scream VI“-ის შემოსავალი მოცემული დროისთვის $67.1 მილიონს შეადგენს.

„Scream“-ის სხვადასხვა ნაწილის მიერ საშინაო დებიუტისას მიღებული შემოსავალი:


  1. Scream VI - $44.5 მილიონი

  2. Scream III - $34.7 მილიონი

  3. Scream II - $32.9 მილიონი

  4. Scream (არაოფიციალურად Scream V) - $30 მილიონი

  5. Scream IV - $18.6 მილიონი

  6. Scream - $6.3 მილიონი