საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით სექტემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.7%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 3.8% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 3.8%-ით გაძვირდა.

სექტემბერში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ტანსაცმელი - 2.4%, სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები - 1.8%, რძე, ყველი და კვერცხი - 2.6%, ხილი და ბოსტნეული - 0.6%, ბენზინი - 5.3%.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (8.9%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 6.3%-ით გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 7.5%-ით გაიზარდა. საწვავი 7%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

          

წყარო: საქსტატი