აშშ-ის სენატმა, 60 ხმით 40-ის წინააღმდეგ, ფედერალური მთავრობის ფუნქციონირების გაგრძელებისთვის აუცილებელ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. სენატის მიერ კანონპროექტის მიღებას, რომელსაც ახლა საბოლოო დამტკიცებისთვის კონგრესის თანხმობა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერა სჭირდება, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა.

ორშაბათს შუადღისას, სენატის კენჭისყრის შემდეგ, Dow Jones-ის ინდექსი 237 პუნქტით (0.5%) გაიზარდა, ხოლო S&P 500-მა 1.2%-ით მოიმატა. რაც შეეხება ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთულ Nasdaq-ს, საფონდო ინდექის 2.01%-იანი ზრდა ძირითადად Nvidia-ს აქციების ღირებულების მატების დამსახურება იყო. ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებლის აქციების ღირებულება 4.4%-ით, $196-მდე გაიზარდა, რამაც ასევე ხელი შეუწყო Alphabet-ის C კლასის აქციების (3.2%), Tesla-ს (4.3%), Meta-ს (2%) და Palantir-ის (8.4%) აქციების ფასის მატებას.

Nvidia-მ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია Dow Jones-ის ინდექსის შემთხვევაშიც. Nvidia-სთან ერთად, Dow Jones-ის ინდუსტრიულ საშუალო ინდექსზე დადებითად იმოქმედა ისეთი მსხვილი კომპანიების აქციების ღირებულების ზრდამაც, როგორებიცაა Amazon-ი (1.6%), Cisco (0.9%), Apple-ი (0.5%), Goldman Sachs-ი (1.2%) და JPMorgan Chase-ი (1%)

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, სენატში „შათდაუნის“ გამომწვევ კანონპროექტზე კენჭისყრის შემდეგ, მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანის ქონება კოლექტიურად $40 მილიარდით გაიზარდა. კერძოდ, Tesla-ს აქციების ღირებულების გავლენით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონებას $10.1 მილიარდი შეემატა და $492.3 მილიარდს მიაღწია. Forbes-ის ათეულის სხვა წევრების შემთხვევაში კი ორშაბათის მატება ასე გამოიყურება:








































































რეიტინგი ზრდა ქონების ღირებულება
 1 ილონ მასკი (Tesla) +$10.1 მილიარდი $492.3 მილიარდი
 2 ლარი ელისონი (Oracle) +$2.8 მილიარდი $296.4 მილიარდი
3 ჯეფ ბეზოსი (Amazon) +$1.9 მილიარდი $256.4 მილიარდი
4 ლარი პეიჯი (Google) +$5.7 მილიარდი $236 მილიარდი
5 სერგეი ბრინი (Google) +$5.2 მილიარდი $218.9 მილიარდი
6 მარკ ცუკერბერგი (Meta) +$3.8 მილიარდი $217.1 მილიარდი
7 ბერნარ არნო (LVMH) +$4.1 მილიარდი $184.2 მილიარდი
8 იენსენ ჰუანგი (Nvidia) +$6.1 მილიარდი $169.5 მილიარდი
9 სტივ ბალმერი (Microsoft) +$0.8 მილიარდი $151.5 მილიარდი
10 უორენ ბაფეტი (Berkshire Hathaway) +$0.3 მილიარდი $149.4 მილიარდი