1-ელ მაისს SOLO-ს მომხმარებლებს და არა მხოლოდ მათ, Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის მუსიკალური საღამო ელით. ღონისძიება 21:00 სთ-ზე დაიწყება და მსოფლიოში აღიარებული ჯაზმუსიკოსები სტუმრებისთვის დაუვიწყარ შოუს გამართავენ. ესენი არიან:


  • ბექა გოჩიაშვილი - პიანო;

  • ლუკა თოფურია - კლავიში;

  • ლევან დეისაძე - ბასი;

  • სოსო ცაგარეიშვილი - დრამი.


აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, SOLO და MasterCard Jazz Club 1984-ის გენერალური სპონსორები გახდნენ. პარტნიორობის ფარგლებში SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდის შემთხვევაში მომხმარებლები ექსკლუზიურად ისარგებლებენ მუდმივი, 20%-იანი ფასდაკლებით როგორც ჯაზკლუბის ბილეთებზე, ასევე ბარში.

Jazz Club 1984-ში ლაივ პერფომანსები რეგულარულად, ყოველდღე სრულდება და ის ყოველ საღამოს 21:00 საათზე იწყება.  მსმენელის წინაშე  კი სხვადასხვა დროს წარსდგებიან:


  • ნუცი ნებიერიძე & New York Tbilisi connection;

  • კახა ჯაგაშვილის კვინტეტი;

  • ლუკა თოფურიას კვარტეტი;

  • კემოს კვარტეტი;

  • ხატია ქორიძის კვარტეტი;

  • გიგი ცინცაძის ტრიო;

  • გია რაქვიაშვილის კვარტეტი;

  • ზურა რამიშვილის ტრიო;

  • რეზო კიკნაძის კვინტეტი.


1-ელ მაისის საღამოზე დასასწრებად ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე.

S