სტარტაპ ბიურო, საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი, Oracle-ის პარტნიორი ხდება Oracle for Startups პროგრამის ფარგლებში. მეწარმეობაში 40-წლიანი გამოცდილებით, Oracle სტარტაპებს საკუთარ ტექნოლოგიურ და ბიზნეს რესურსებს სთავაზობს და ინოვაციური პროექტების დანერგვაში ეხმარება. სტარტაპ ბიურო უკვე 44 000-ზე მეტ ინდივიდსა და ასობით სტარტაპს დაეხმარა თავისი უნიკალური ღონისძიებების, ჰაკათონების, აქსელერაციის პროგრამებისა და კონკურსების მეშვეობით.

სტარტაპ ბიურო და Oracle for Startups ერთობლივი ძალისხმევით საშუალებას აძლევენ სტარტაპებს, ისარგებლონ Oracle-ის ტექნოლოგიური, ბიზნეს და მენტორული რესურსებით:


  • უფასო ქლაუდ კრედიტები (მეტის მიღებაზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობით)

  • ქლაუდზე 70%-იანი ფასდაკლება 2 წლის განმავლობაში

  • მიგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა ყოველთვიური ლაივ ვებინარებით

  • მხარდაჭერა მარკეტინგის, PR/AR-ის, ღონისძიებებისა და კონტენტ-მარკეტინგის მხრივ


“გვიხარია, რომ Oracle for Startups-ის პარტნიორები ვართ და უამრავი სარგებლის შეთავაზება შეგვიძლია ქართული სტარტაპებისთვის. ეს პარტნიორობა თანხვდება ჩვენს მისიას, ხელი შევუწყოთ ქართულ სტარტაპებს ზრდასა და განვითარებაში წამყვანი ტექნოლოგიებისა და რესურსების გამოყენებით. Oracle-ის რესურსები კი მსოფლიოში საუკეთესოა,” - აცხადებს გური ქოიავა, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი.

ქლაუდ კრედიტებთან ერთად, Oracle for Startups სტარტაპებს დახმარებას სთავაზობენ იმ ეტაპზეც, როცა ისინი ბიზნესის ზრდისთვის მზად არიან და წვდომას აძლევს Oracle-ის მომხმარებელთა გლობალურ ბაზაზე.

„ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში დიდ პოტენციალს ვხედავთ; და მოხარულნი ვართ სტარტაპ ბიუროსთან პარტნიორობითა და ჩვენს პროგრამაზე ცნობიერების ამაღლებით, რაც საშუალებას მისცემს სტარტაპებს, გაიზარდონ და განვითარდნენ“ - განაცხადა ანა ვარდანიანცმა, Oracle Cloud-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა.

სტარტაპ ბიუროს შესახებ

სტარტაპ ბიურო თბილისში მდებარე ორგანიზაციაა, რომელიც კერძო და საჯარო სექტორებთან თანამშრომლობს და ორგანიზებას უწევს ჰაკათონებს, ბიზნეს ბანაკებს, ინკუბატორებს, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებს, შეხვედრებს, ტრენინგებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ფოკუსირებულია მეწარმეების, ინოვატორებისა და შემოქმედების უნარებისა და შესაძლებლობების ზრდაზე.