Tbcpayments.ge ბიზნესების ცხოვრების გასამარტივებლად შეიქმნა. პლატფორმა ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის სასურველი გადახდის პროდუქტები ონლაინ შეუკვეთონ  და  ონლაინ რეჟიმშივე მართონ პოს ტერმინალებსა და ელ კომერციაში გატარებული ტრანზაქციები.

ვებ-გვერდზე ფუნქციონირებს გადახდების სივრცე, სადაც ავტორიზაციის/შესვლის შემთხვევაში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ:


  • ლაივ რეჟიმში იხილონ ტრანზაქციები

  • მიიღონ ამონაწერი მათთვის სასურველ დროს

  • აწარმოონ ტრანზაქციების ანალიტიკა

  • მოითხოვონ საგადახდო პროდუქტი

  • აღრიცხონ შემოსავლები


ვებ-გვერდზე ასევე წარმოდგენილია გადახდის პროდუქტები,  როგორც სავაჭრო, სასტუმრო და კვების ობიექტებისთვის, ისე ელექტრონულ კომერციაში ჩართული ონლაინ ბიზნესებისთვის. Tbcpayments.ge-ზე შეხვდებით გადახდის ტერმინალების უახლეს მოდელებსა და თანამედროვე, მოქნილ ონლაინ გადახდის სისტემებს, როგორიცაა: თიბისი ელ კომერცია და ბმულით გადახდა.

გადახდის სივრცეში შესვლა მარტივად, ინტერნეტბანკის მონაცემებითაა შესაძლებელი.

გადახდების სივრცის ფუნქციონალით  TBCPayments.ge -ზე უკვე 2500 კომპანია სარგებლობს.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: tbcpayments.ge