გასულ წელს, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი, 2016 წელთან შედარებით, 10.6%-ით გაიზარდა. თი-ბი-სი ბანკისა და ISET-ის კვლევის მიხედვით, ჯამში გაყიდული უძრავი ქონების 40.7% თბილისზე მოდიოდა, მას მოსდევს აჭარა 11.6% -ით და კახეთი 9.9%-ით. 

წლიურად უძრავი ქონების რეალიზაცია ყველაზე მეტად აჭარაში გაიზარდა და ზრდამ 34.1% შეადგინა. თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები 15.6%-ით გაიზარდა. 

უძრავი ქონების გაყიდვების გარიგებები საქართველო რეგიონების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა:  

  • თბილისი - 39 801 ერთეული და მთლიანი მოცულობის 40%
  • აჭარა - 11 471 ერთეული და მთლიანი მოცულობის 11.6%
  • კახეთი - 9 790 ერთეული და მთლიანი მოცულობის 9.9%
  • ქვემო ქართლი - 9 188 ერთეული და მთლიანი მოცულობის 9.3%
  • იმერეთი - 7 260 ერთეული და მთლიანი მოცულობის 7.4%
  • მცხეთა-მთიანეთი - 5 163 ერთეული და მთლიანი მოცულობის 5.2%
  • თბილისში სამი ყველაზე აქტიური უბანი შემდეგი იყო: 
  • საბურთალო - 9 995 ერთეული და მთლიანი მოცულობის 25.1%
  • ვაკე - 7 282 ერთეული და მთლიანი მოცულობის 18.3%
  • სამგორი - 3 994 ერთეული და მთლიანი მოცულობის 9.9% 

კვლევის მიხედვით, თბილისში გასულ წელს 804 ახალი შენობა დასრულდა.  

საცხოვრებელი ფართების გასაყიდი ფასი (კვ.მ-ს მიხედვით) თბილისის უბნების მიხედვით შემდეგია:  

  • მთაწმინდა - $1012
  • ვაკე - $924
  • კრწანისი - $809
  • საუბრთალო - $855
  • ჩუღურეთი - $756
  • დიდუბე - $715
  • ისანი- $660
  • ნაძალადევი - $568
  • გლდანი - $535
  • სამგორი - $556

რაც შეეხება საცხოვრებელი ფართების გაქირავებას, ამ შემთხვევაშიც ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა და ის კვ.მ-ზე 8.53 დოლარს შეადგენს. მას მოსდევს ვაკე 7.66  დოლარით და საბურთალო 6.83 დოლარით.