Time Higher Education-მა, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2025 წლის სია გამოაქვეყნა. მათ შორის ტოპ-სასწავლებლები შემდეგი მიმართულებებით გამოვლინდა:


  • ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები;

  • ბიზნესი და ეკონომიკა;

  • კომპიუტერული მეცნიერება;

  • განათლების კვლევები;

  • ინჟინერია;

  • სამართალი;

  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;

  • მედიცინა და ჯანმრთელობა;

  • ფიზიკის მეცნიერებები;

  • ფსიქოლოგია;

  • სოციალური მეცნიერებები.


სტენფორდის უნივერსიტეტის თითქმის ათწლეულის ლიდერობის შემდეგ, ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საუკეთესოს სტატუსს წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაეუფლა. Time Higher Education-ის კვლევის თანახმად, ის ასევეა ტოპ-სასწავლებელი ბიზნესისა და ეკონომიკასა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.

ამგვარი შეფასება MIT-ს ზოგად რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესებაშიც დაეხმარა. ცნობისთვის, ის 2025 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოქვეყნდა, მე-2 ადგილზეა. წინა რეიტინგში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი მე-3 ადგილს იკავებდა.

11 მიმართულების მიხედვით შედგენილ რეიტინგში სტენფორდის უნივერსიტეტმა პირველი ადგილი დაიკავა განათლების კვლევების, სამართლისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით. ჰარვარდის უნივერსიტეტი კი, რომელიც ზოგად რეიტინგში მე-3 პოზიციაზეა, ლიდერია ინჟინერიისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით.

ფიზიკის მეცნიერებებში ტოპ-სასწავლებლად კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (Caltech) დასახელდა. დანარჩენ ორ მიმართულებაში, კომპიუტერულ მეცნიერებას და მედიცინასა და ჯანმრთელობაში, ოქსფორდის უნივერსიტეტი, ზოგადი რეიტინგის პირველადგილოსანი, ლიდერობს.
































































 მიმართულება ტოპ-უნივერსიტეტი ქვეყანა
ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი აშშ
ბიზნესი და ეკონომიკა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი აშშ
კომპიუტერული მეცნიერება ოქსფორდის უნივერსიტეტი გაერთიანებული სამეფო
განათლების კვლევები სტენფორდის უნივერსიტეტი აშშ
ინჟინერია ჰარვარდის უნივერსიტეტი აშშ
სამართალი სტენფორდის უნივერსიტეტი აშშ
სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები ჰარვარდის უნივერსიტეტი აშშ
მედიცინა და ჯანმრთელობა ოქსფორდის უნივერსიტეტი გაერთიანებული სამეფო
ფიზიკის მეცნიერებები კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი აშშ
ფსიქოლოგია სტენფორდის უნივერსიტეტი აშშ
სოციალური მეცნიერებები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი აშშ