22 სექტემბერს, თიბისის მხარდაჭერით, ლოპოტა სპა რეზორტი - შატო ბუერას რთვლის ფესტივალს უმასპინძლებს.

რთვლის ფესტივალი მრავალფეროვან გასართობ-შემეცნებით აქტივობებს მოიცავს, დღის დასასრულს ფესტივალს მუსიკალურად ნიაზ დიასამიძე და 33ა გააფორმებს.

ლოპოტას რთვლის ფესტივალის პროგრამა ასეთია:


  • ყურძნის კრეფა შატო ბუერას ვენახებში;

  • ყურძნის დაწურვა შატოსთან მოწყობილ სპეციალურ საწნახლებში;

  • ღვინის დეგუსტაცია;

  • შატოს მდელოზე ქართული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება;

  • მასტერკლასები;

  • ნიაზ დიასამიძის და 33ა-ს კონცერტი შატო ბუერას წინ, ღია ცის ქვეშ.


სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის, 22 სექტემბერს, რთვლის ფესტივალის დღეს - ლოპოტას ნომრებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

ასევე, 15%-იანი ფასდაკლება გავრცელდება 21-22 სექტემბრის, უიკენდის ჯავშნებზე. S