გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.

ესენია:


  • საუკეთესო მობაილბანკი საქართველოში - Best Digital Bank Georgia

  • წლის საუკეთესო მობაილბანკინგის ბრენდი საქართველოში - Best Digital Banking Brand Of The Year Georgia

  • ყველაზე ინოვაციური მობაილბანკი საქართველოში - Most Innovative Digital Bank Georgia


თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის ციფრული სერვისების განვითარება და დახვეწა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოცემამ თიბისი 3 ნომინაციაში დააჯილდოვა წარმატებული ინიციატივებისთვის.

Global Business and Finance Magazine-ი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Business and Finance Magazine-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია. S