თიბისის პროგრამა სტარტაპერის ორგანიზებით „სტარტაპ კურსი 2022“  იწყება. აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით, ამჯერად სესიები  ფიზიკურ სივრცეში, სასტუმრო რუმსში გაიმართება. მსურველებს რეგისტრაცია მთლიან კურსზე შეუძლიათ, თითოეულ სესიას კი დაესწრება 50-მდე ადამიანი.

მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას პროფესიონალის რჩევა გადამწყვეტია, განსაკუთრებით ახლად დაწყებული ბიზნესისთვის. სწორედ ამის შესაძლებლობას უქმნის თიბისი სტარტაპერებს.  წელს სტარტაპ კურსი 2 მაისს დაიწყება და ჯამში 9 სესიას უმასპინძლებს, რომელსაც დარგის წარმატებული ექსპერტები გაუძღვებიან.


  • როგორ დავიწყო სტარტაპი - შოთა გიორგობიანი

  • როგორ დავგეგმოთ mvp - ლაშა ყანჩაველი

  • როგორ მოვარგოთ პროდუქტი ბაზარს - დავით ჩეჩელაშვილი

  • სტარტაპის ბიზნეს მოდელი - თორნიკე ჩხაიძე

  • მდგრადი განვითარება - ოთო ბერიშვილი

  • სტარტაპის ფინანსების მართვა - შალვა ახრახაძე

  • ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე

  • მომხმარებლის გენერირება ციფრულ არხებში - ნიკა გვახარია

  • ინვესტიციების მოზიდვა - დავით ჩიხლაძე


სესიები დაგეგმილია კვირაში ორჯერ - ორშაბათს და ოთხშაბათს, 20:00 საათზე. ლოკაცია: სასტუმრო „რუმს თბილისი“, საკონფერენციო დარბაზი: Dining 1.

სასურველ სესიაზე ან სრულად კურსზე დასწრებას შეძლებს 50 შერჩეული სტარტაპერი. დარეგისტრირდი აქ: https://bit.ly/tbc-startup-course