თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას და მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნვას. ამჯერად სიახლე ციფრულ ბანკშია, რომელსაც ახალი ფუნქციონალი - IBAN-ის QR კოდით გაზიარება დაემატა.

იმისთვის რომ გააზიარო შენი ანგარიშის ნომერი QR-ის საშუალებით:


  • შედი ციფრულ ბანკში და მთავარ გვერდზე მონიშნე „ჩემი ანგარიში“

  • შემდეგ ანგარიშის ნომრის გაზიარება

  • გაუზიარე QR კოდი მეგობარს თანხის გადმოსარიცხად

  • დასკანერების შემდეგ მეგობარი ირჩევს სასურველ ვალუტას და უთითებს თანხას

  • ადასტურებს გადარიცხვას

  • თანხა რამდენიმე წამში ჩაგერიცხება


ფუნქციონალით უფრო მარტივად სარგებლობისთვის, მომხმარებლებს QR-ის დამატება ტელეფონებზე, დამხმარე ღილაკად, ე.წ. widget-ადაც  შეუძლიათ.

თიბისი განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას 1 მილიონამდე მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებისთვის.

ფუნქციონალით სარგებლობისთვის, განაახლე აპლიკაცია. S

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს: https://link.tbc.ge/qr-share