ავიაკომპანია Turkish Airlines-ი თურქეთში წელსაც ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდად დასახელდა. ამის შესახებ თურქული მედია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების შემფასებელი საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

თურქული უმსხვილესი ავიაკომპანია ზედიზედ უკვე მეხუთე წელია, ქვეყანაში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის სტატუსს ინარჩუნებს. მისი ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება $1.6 მილიარდია, რაც გასულ წელთან შედარებით 18.7%-ით ნაკლებია. საბაზრო კაპიტალიზაციის კლება კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ წინა წლების წარმატების ისტორიას პანდემიის დროსაც ვაგრძელებთ და თურქეთის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი კიდევ ერთხელ გავხდით“, - განაცხადა Turkish Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილკერ აიჯიმ.

Turkish Airlines-ი 1933 წელს დაარსდა. მის ფლოტში 367 სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავი შედის. ავიაკომპანია მსოფლიო მასშტაბით 323 მიმართულებით დაფრინავს. მათ შორის 273 - საერთაშორისო, ხოლო 50 შიდა მიმართულებებია.

100 ყველაზე ძვირად ღირებულ თურქულ ბრენდებს შორის რეიტინგში მეორე ადგილზე საოჯახო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Arcelik-ია, რომლის ღირებულებაც $1.59 მილიარდია. აღიშნული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია გასულ წელთან შედარებით, 2021-ში 24.6%-ითაა გაზრდილი. მესამე ადგილზე კი ფინანსური ინსტიტუტი Isbank-ია $1.19 მილიარდის ღირებულებით. აღნიშნული ბრენდის ღირებულებაც გასულ წელთან შედარებით გაიზარდა და ზრდამ 25.3% შეადგინა.

თურქეთში ყველაზე ძვირად ღირებული 15 ბრენდის სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:


  1. Turkish Airlines - საბაზრო ღირებულება $1.6 მილიარდი

  2. Arcelik - საბაზრო ღირებულება $1.58 მილიარდი

  3. Isbank - საბაზრო ღირებულება $1.19 მილიარდი

  4. Garanti BBVA - საბაზრო ღირებულება $1.19 მილიარდი

  5. Turkcell - საბაზრო ღირებულება $1.06 მილიარდი

  6. Ziraat Bank - საბაზრო ღირებულება $0.95 მილიარდი

  7. Akbank - საბაზრო ღირებულება $0.91 მილიარდი

  8. Yapi Kredi - საბაზრო ღირებულება $0.83 მილიარდი

  9. Turk Telekom - საბაზრო ღირებულება $0.78 მილიარდი

  10. Ford Otosan - საბაზრო ღირებულება $0.78 მილიარდი

  11. Vestel - საბაზრო ღირებულება $0.70 მილიარდი

  12. BIM - საბაზრო ღირებულება $0.61 მილიარდი

  13. BSH საბაზრო ღირებულება $0.54 მილიარდი

  14. Vakifbank - საბაზრო ღირებულება $0.50 მილიარდი

  15. Ulker - საბაზრო ღირებულება $0.45 მილიარდი


ცნობისთვის, Brand Finance-ი ყოველწლიურად 5000 ბრენდს აფასებს.