სულ რამდენიმე დღეში, 14 ივნისს, წლის მთავარი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი - Touch.Point გაიმართება. სრული პროგრამა უკვე ცნობილია:

თუ მარკეტინგის სფეროში ხარ და ეძებ სწრაფ გზას პროფესიული ზრდისთვის, ახალი კონტაქტებისთვის, უბრალოდ ინსპირაციისთვის, გირჩევთ, არ გამოტოვოთ ეს ერთდღიანი თავგადასავალი.  

ფესტივალი გააერთიანებს 2 სცენას, 20-ზე მეტ სესიას, ქინოთ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, სპიკერებს შორის არიან ლიდ პროფესიონალები Spotify, Meta, Google, Volvo Cars, DAVID Madrid. NETFLIX, PUMA, Nike-ის კამპანიების კრეატიული დირექტორი, კალიფორნიული სტარტაპ Copysight AI-ის დამფუძნებელი, სოც მედია კომუნიკაციის დედად წოდებული - Dot Lung, Setanta-ს საერთაშორისო გაყიდვების დირექტორი, Maretech Institute-ის დამფუძნებელი და ბევრი სხვა. 

4 ვორქშოფი იქნება წარმოდგენილი დღის განმავლობაში: 


  • Martech or Crash: Why Your AI is Doomed Without the Right Stack 

  • Mastering Reels: Creating Video Content on Your Phone

  • Compressing the creative pipeline - from challenge to execution in 90 minutes.

  • Pathfinder: Your Interactive Go-To-Market Mapping Session 


ფესტივალის ნაწილია სტარტაპ შოუქეისი, რომელიც 7 მოწინავე მარტექ სტარტაპს გაგაცნობს. საშუალება გექნება მათ დამფუძნებლებს ადგილზე გაესაუბრო და სრული ინფორმაცია მიიღო პროდუქტზე. 

დღის ბოლოს დიდ ეკრანზე ერთად ვუყურებთ EURO24-ის გახნას და პირველ მატჩს. ამ ნაწილში ყველა დელეგატს ექნება საშუალება ფესტივალზე +3 მეგობარი დაპატიჟოს და მათან ერთად იზეიმოს ისტორიული საფეხბურთო მოვლენის დაწყება. 

შევხვდებით Touch.Point-ზე!

S