თუ ჯერ კიდევ არ გაქვს გადაწყვეტილი, გახდე თუ არა Touch Summit-23-ის მონაწილე, მაშინ გირჩევთ გაეცნოთ ღონისძიების სრულ განრიგს.

Წელს სამიტს 3 სცენა და 6 მთავარი თემა აქვს: 


  1. დიზაინი 

  2. Ბიზნესი

  3. ტექნოლოგიები

  4. მომავალი 

  5. სტარტაპები 

  6. ინვესტიციები 


Სწორედ ეს თემებია განაწილებული 3 სცენაზე. ჯამში პროგრამა მოიცავს 50-ზე მეტ სპიკერს, 70-ზე მეტ სესიას, 7 ვორქშოფს და რაც წელს ახალია, ყველა დელეგატს ექნება შესაძლებლობა ინდივიდუალური მენტორშიფ სესია ჩანიშნოს ყველა მოწვეულ ესქპერტთან. 

სრულ პროგრამას ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ: https://touch.ge/touch23/agenda

წელს დელეგატებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 7 ვორკშოფი. დასწრების მსურველთათვის რეგისტრაციაც უკვე დაიწყო და გირჩევთ იჩქაროთ, რადგან ადგილები შეზღუდულია:


  1. Prototyping spatial design for Quest with Bezi - Sergyi Voronov, META

  2. Pitch Deck Design  - Gleb Maltsev, Fundwise

  3. Unintended design consequences: Examining the long-term impact of a possibly great idea - Ida Persson, IDEO 

  4. Digital Technologies by CERN - Lasha Sharmazanashvili, CERN

  5. How to create targeted offers for more than 1 300 000 digitally active users in Bank of Georgia Ads Manager - Giorgi Kobiashvili, Bank of Georgia

  6. Fix Your Value Proposition or Fail! How to convince your prospects to buy what you’re, selling - Zoltan Vardy, Launch Code, UK 

  7. Fundraising 101 by Trustventure - Meggi Paruryan, TrustVenture


ორგანიზატორებმა ყველა დელეგატს სასიამოვნო საჩუქარი მოუმზადეს - სტუმრებს პირად გვერდზე დახვდებათ პერსონალური პოსტერი, რომლის ჩამოტვირთვა და სოციალურ ქსელში გაზიარებაა შესაძლებელი.

თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ სამიტის ბილეთი, შეგახსენებთ, რომ ხვალ ღამის 12 საათიდან ფასები მაღლა იწევს: https://touch.ge/touch23/get-pass