ტურისტულმა პლატფორმა Tripadvisor-მა ახლახან 2022 წლის ყველაზე პოპულარული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგში პირველ ადგილს დუბაი იკავებს, თუმცა ის ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი ტურისტული მიმართულება არაა, რომელიც ჩამონათვალში მოხვდა. საინტერესოა, რომ Tripadvisor-ის წლევანდელი ტურისტული მიმართულებები საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ევროპისა და ტროპიკული ქვეყნების სხვადასხვა ადგილებს, ასევე უდაბნოს.
Tripadvisor-ის 10 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში 2022 წლისთვის:
- დუბაი - არაბთა გაერთიანებული საამიროები
- ლონდონი - დიდი ბრიტანეთი
- კანკუნი - მექსიკა
- ბალი - ინდონეზია
- კრეტა - საბერძნეთი
- რომი - იტალია
- კაბო-სან-ლუკასი - მექსიკა
- სტამბული - თურქეთი
- პარიზი - საფრანგეთი
- ჰურგადა - ეგვიპტე
ტრენდული მიმართულების კატეგორია იმ ადგილებისთვისაა განკუთვნილი, რომლებმაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით Tripadvisor-ის პლატფორმაზე მოგზაურთა დადებითი მიმოხილვებისა და რეიტინგების კომბინაციაში ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი დააფიქსირეს.
ტოპ-10 მსოფლიოს ტრენდული ტურისტული მიმართულება 2022 წლისთვის:
- მალიორკა - ესპანეთი
- კაირო - ეგვიპტე
- როდოსი - საბერძნეთი
- ტულუმი - მექსიკა
- დუბროვნიკი - ხორვატია
- იბიცა - ესპანეთი
- ნატალი - ბრაზილია
- არუშა - ტანზანია
- გორემე - თურქეთი
- სანტორინი -საბერძნეთი
ტოპ-10 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება, ამერიკის შეერთებული შტატები:
- ლას-ვეგასი - ნევადა
- ოაჰუ - ჰავაი
- მაუი - ჰავაი
- კი-უესტი - ფლორიდა
- ნიუ-იორკი - ნიუ-იორკი
- ნიუ-ორლეანი - ლუიზიანა
- სავანა - ჯორჯია
- მაიამი -ფლორიდა
- ნეშვილი - ტენესი
- სედონა - არიზონა
Tripadvisor-ი რეიტინგს იმ მიმართულებებით ქმნის, რომლებიც მის მომხმარებელში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეთოდოლოგია ითვალისწინებდა მიმოხილვების შეფასებას 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 31 ოქტომბრამდე პერიოდში.
