2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლების დაფინანსებაზე 852.6 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც მთლიანი საბიუჯეტო ხარჯის 9.6%-ია, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის - 2.7%.
ყველაზე მეტი დაფინანსება მოდის ზოგად (სასკოლო) განათლებაზე - 494 მილიონი ლარი, უმაღლეს განათლებაზე - 94 მილიონი, პროფესიულ განათლებაზე - 26.8, განათლების სფეროს დამხმარე მომსახურებაზე - 96.2 მილიონი, სხვა - 141.1 მილიონი.

