21 დეკემბერს, საქართველოს ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემა Forbes Georgia და საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი Axel-ი უმასპინძლებს ერთობლივ ღონისძიებას, რომელიც Forbes Under 30-ისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებს მოუყრის თავს. 

ქვეყნის წინაშე მდგარმა რთულმა გამოწვევებმა თავდაპირველად წლის შემაჯამებელი ღონისძიებების გაუქმების რისკი გააჩინა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ Under 30-ისა და Axel-ის პლატფორმები ქვეყნის უკეთესი, ევროპული მომავლის მშენებლობისთვის იქნეს გამოყენებული. 

წლევანდელი ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ლიდერებს, ანტრეპრენიორებს, ინვესტორებსა და ინოვატორებს, თავიანთი ძალისხმევა პოზიტიური ცვლილებებისთვის გააერთიანონ. 

Forbes Under 30-ის ღონისძიება Axel-ის სივრცეში 14:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით სამ საათს გასტანს, უმასპინძლებს 150-მდე სტუმარს და აერთიანებს საინტერესო გამომსვლელებს, დისკუსიებს მნიშვნელოვან საკითხებზე და ნეთვორქინგის შესაძლებლობას. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი შევხვდებით რუსთაველზე!

ღონისძიების განრიგი:


? 14:00 - 15:00 | მიღება და ნეთვორქინგი 

? 15:00 – 15:30 | მისალმება და გახსნა


  • წამყვანი: მარია გიორგობიანი - Arena Games-ის თანადამფუძნებელი და Degamefi-ის CEO, ლუკა ლომსაძე - MultiBank Group-ის პროდუქტის მენეჯერი.

  • მისასალმებელი სიტყვა: Forbes-ის მთავარი რედაქტორი, შოთა დიღმელაშვილი.



  • ლოკაცია: Axel’s Office (ანა პოლიტკოვსკაიას #3, შენობა #13).


? 15:40 – 16:10 | პანელური დისკუსია


  • თემა: წინააღმდეგობა ბიზნესის თავისუფლებისთვის;

  • მოდერატორი: ნინო ეგაძე - მარკეტინგის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, დიზაინ ინსტიტუტის დამფუძნებელი;

  • პანელის მონაწილეები: ნანა დიხამინჯია - ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, თინა სტამბოლიშვილი - ვენის სადაზღვევო ჯგუფის კომუნიკაციების დირექტორი, ელენე ჯღარკავა - კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი.


? 16:10 - 16:25 | შესვენება

? 16:25 - 16:40 | ტექნოლოგიური სტარტაპების სიის წარდგენა, დაჯილდოება და 4 გამარჯვებული სტარტაპის პრეზენტაცია


  • წამყვანი: ირო ცაგარეიშვილი;

  • კატეგორიები:

    • ტოპ-10 ტექნოლოგიური სტარტაპი საქართველოდან;

    • Best Newcomer 2024 Award;

    • Global Expansion Award;

    • Spirit of Resilience Award.




? 16:40 - 17:10 | პანელური დისკუსია


  • თემა: Agile პროტესტი;

  • მოდერატორი: ირო ცაგარეიშვილი, Axel-ის მმართველი დირექტორი;

  • პანელის მონაწილეები: გიორგი ჩუგოშვილი - Phubber-ისა და Free Business-ის თანადამფუძნებელი, ნათია ზავრაშვილი - Amazon EU-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი და Happy EU Year პროექტის ავტორი, გივი ბერიძე - KLIPY-ის თანადამფუძნებელი და CEO, მარიკა აბულაძე - Upway-ის თანადამფუძნებელი და მარკეტინგის სპეციალისტი.


? 17:10 – 17:40 | Under 30-ის დაჯილდოება


  • წამყვანი: შოთა დიღმელაშვილი;

  • კატეგორიები:

    • ანტრეპრენიორები და მეწარმეები;

    • ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია;

    • ფინანსები;

    • განათლება და მეცნიერება;

    • ხელოვნება და სტილი;

    • სპორტი;

    • Forbes Georgia-ს რჩეული.




? 17:40 – 18:40 | ფურშეტი და ნეთვორქინგი

? 19:00 - რუსთაველის გამზირი ✊