საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.2%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 11.5% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია თითქმის 11.5%-ით გაძვირდა.

ივლისში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: რძე, ყველი და კვერცხი - 3%, ზეთი - 2.4%, ხახვი - 6.4%, გაზის საწვავი - 7%, დიზელის საწვავი - 6.5%, თვითმფრინავით მგზავრობა - 21%. მნიშვნელოვნად გაიაფდა ბოსტნეული და ბაღჩეული - 21%-ით, ხილი 9.4%-ით,

ბოლო ერთ წელიწადში მნიშვნელოვნად გაძვირდა სიმინდის ფქვილი - 64%-ით, პომიდორი - 61%, დიზელის საწვავი - 61%-ით, საზამთრო 48%-ით, მარგარინი 48%-ით. ავეჯი და საოჯახო ნივთები 9.5%-ით გაძვირდა, კაფეების და რესტორნების მომსახურება - 14.3%-ით.

წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

მონაცემთა წყარო: საქსტატი