საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.2%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 12.8% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია თითქმის 12.8%-ით გაძვირდა.
ივნისში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ხილი - 2.2%, ყავა და ჩაი - 1.2%, პური - 1%, ზეთი - 0.9%. ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 4.2%-ით.
ბოლო ერთ წელიწადში მნიშვნელოვნად გაძვირდა მწვანე ლობიო - 73%-ით, ატამი - 69%-ით, საზამთრო - 60%-ით, სიმინდის ფქვილი - 54%-ით, დიზელის საწვავი - 53%-ით, მარგარინი 52.5%-ით, კარტოფილი 47%-ით, პომიდორი 46%-ით. ავეჯი და საოჯახო ნივთები 8.7%-ით გაძვირდა, კაფეების და რესტორნების მომსახურება - 14%-ით.
წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

