საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1.1%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 13.3% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 13.3%-ით გაძვირდა. გასულ თვეში წლიური ინფლაცია 12.8% იყო.
მაისში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბინის გაქირავებაზე - 20-ით%. სურსათი 0.8%-ით გაძვირდა. მათ შორის, ხილი 13%-ით გაძვირდა, პური - 4.8%-ით, ზეთი - 1.6%-ით, ალკოჰოლური სასმელები - 2%-ით.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათი გაძვირდა 22%-ით. ტრანსპორტი (საწვავი) 20%-ით გაძვირდა, კომუნალური გადასახადები 16%-ით. სურსათიდან ყველაზე მეტად - 51%-ით ბოსტნეული გაძვირდა, პური - 35%-ით, ხილი - 23%-ით, ზეთი - 18%-ით.
წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

