საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.7%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 9.9% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია თითქმის 10%-ით გაძვირდა.
ივნისში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული და ბაღჩეული - 8.5%-ით, ზეთი - 3.4%-ით, თევზი - 2%-ით, ბუნებრივი აირი - 7.4%-ით, ბენზინი - 1.4%-ით, სასტუმროს მომსახურება - 4.6%-ით. ფასები შემცირდა ხილზე და ყურძენზე - 4.4%-ით.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად კომბოსტო გაძვირდა - 106%-ით. ზეთი 96%-ით გაძვირდა, ჭარხალი 61%-ით, წიწაკა 59%-ით, შაქარი 35%-ით. ბენზინი 58%-ით გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასმა 11.6%-ით მოიმატა. ავეჯი და საოჯახო ნივთები 11%-ით გაძვირდა, კაფეების და რესტორნების მომსახურება - 9.6%-ით.
წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

