მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-ის ინვესტორებს ისეთი ცნობილი ადამიანები წარმოადგენენ, როგორიცაა მაგალითად ბილ გეითსი, ლებრონ ჯეიმზი და ჯორჯ ლუკასი.
ბაფეტის კონგლომერატი, რომელიც თავის მხრივ აქციებს ფლობს Apple-სა და Coca-Cola-ში, ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული კომპანიაა მსოფლიოში. ამიტომაც არც არის გასაკვირი, რომ ბაფეტის კომპანიამ ინვესტიციები მოიზიდა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც არამხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც ცნობილი და გავლენიანები არიან.
მათ შორისაა:
- ლებრონ ჯეიმზი - ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მოთამაშე;
- ჯორჯ ლუკასი - „ვარსკვლავური ომების“ და „ინდიანა ჯონსის“ შემქმნელი
- ბილ გეითსი - „მაიკროსოფტის“ შემქმნელი;
- პოლ რაიანი - პოლიტიკოსი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი;
- ალექს როდრიგესი - ბეისბოლის მოთამაშე;
- გლენ კლოუზი - მსახიობი;
- ჯიმი ბაფეტი - მომღერალი;
- ბილი ბინი - ყოფილი ბეისბოლის მოთამაშე;
- ორი ჰეტჩი - ყოფილი პოლიტიკოსი და სენატორი;
- ბილი ჯინ კინგი - ყოფილი ჩოგბურთელი.
